ნოემბერი 24, 2024 09:27

„წარმატებული მსახიობი და მხატვარ-გრიმიორი ქალი-2022“- ლალი გულიაშვილი

“ ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წარმატებული მსახიობი და მხატვარ-გრიმიორი ქალი-2022“
წარმოგიდგენთ თელავის თეატრის მსახიობს, თელავის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელს, მხატვარ-გრიმიორს ქალბატონ  გიული დოღონაძეს
მას უმეტესად იცნობენ და მოიხსენიებენ, როგორც ლალი გულიაშვილს.
ქალბატონმა ლალიმ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ საკუთარი საქმიანობა საყვარელ საქმეს დაუკავშირა. ამჟამად მუშაობს თავის უსაყვარლეს თელავის თეატრში. ასევე თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თეატრალური დასის ხელმძღვანელად.
• სკოლებში და ბაგა- ბაღებში ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა ღონიძიებებში უკვე სამი ათეული წელია და ბედნიერი ვარ, რადგან ახალგაზრდებთან მუშაობა დიდი სტიმულია ჩემთვის.
ამბობს, რომ ბავშვობიდან თავდაუზოგავად მუშაობს და ყველა საქმეს დიდი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით ეკიდება, თუმცა ძალიან ემოციურია და საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არასოდეს არის, მუდმივად მეტს სთხოვს საკუთარ თავს და ეს თვისება მას განვითარებაში ეხმარება:
• ყოველთვის მგონია, რომ მეტი შემეძლო. ბოლომდე კმაყოფილი არასოდეს ვრჩები. ეს კარგია, რადგან ბიძგს მაძლევს შემდეგი საქმის დასაწყებად. ვერ ვიტყვი, რომ ის რომ ქალი ვარ ხელს მიშლის ჩემს საქმიანობაში. მართალია ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ყველაფერს ვასწრებ, რასაც ჩავიფიქრებ და მუდმივად აქტიურად ყოფნა მომწონს კიდეც.
საკუთარ მთავარ მიღწევად ამ სამყაროში სიყვარულს მიიჩნევს:
• ვთვლი, რომ ჩემი უმთავრესი და უპირველესი მიღწევა არის ის, რომ ჩემი ოჯახი შედგა, საზოგადოებისთვის ერთ- ერთი საყვარელი ოჯახი. ის რომ დიდი სიყვარული დავიმსახურე ადამიანებისგან და ამას ასევე ასმაგად სიყვარულით ვპასუხობ.
ქალბატონი ლალი მიიჩნევს, რომ ქალის როლი საზოგადოებაში მნიშვნელოვანია.:
• მათ პირველ რიგში დიდი სიყვარული და სერიოზული პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. დიდი ინტუიციის მქონენი არიან და გამარჯვებასაც ღირსეულად აღწევენ.მიმაჩნია, რომ საქმიან ურთიერთობებში ქალებს უნდა დაუჯერონ!
იმ ქალბატონებს რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ პროფესიაში თუ ბიზნესში, ქალბატონი ლალი საკუთარი საქმისადმი სიყვარულს ურჩევს:
• მოკრძალებულად ვურჩევ მათ, რომ ძალიან უყვარდეთ თავის საქმე, გრძნობდნენ სრულ პასუხისმგებლობას, ბევრი იფიქრონ და გადაწყვეტილებები ისე მიიღონ! წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქალს, ისინი ამას იმსახურებენ!

კომენტარის დატოვება