განსაკუთრებული მადლობა ბატონ მაქს მეირ შავიტს
20 ოქტომბრის “ლიდერ ქალთა საზოგადოების” დაჯილდოების ღონისძიების ოქროს სპონსორმა, ბატონმა მაქვს მეირ შავიტმა და მისმა დაარსებულმა “ოსკარ შინდლერის აკადემიამ” განსაკუთრებული პრიზი გადასცა ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი- 2022“ გამარჯვებულ ქალბატონ ნანა შონიას.
გარდა ამისა, ბატონმა შავიტმა ასევე სპეციალური საჩუქრები გადასცა საზოგადოების დამფუძნებლებს, ქალბატონებს – ნათია შათირიშვილსა და ლალი მოროშკინას.
ზოგადად, ბატონი შავიტის ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალიზმით, განსაკუთრებული დახვეწილობითა და ხარისხით, შესაბამისად, სწორედ ასეთი შესანიშნავი ნამუშევრების მფლობელები გახდნენ ჩვენი საზოგადოების ხელმძღვანელი ქალბატონები.
“ლიდერ ქალთა საზოგადოების” დამფუძნებლები საჯაროდ უხდიან
მადლობას ბატონ შავიტს დაფასებისა და შესანიშნავი, გამორჩეული დიზაინის საჩუქრებისთვის.