ნოემბერი 23, 2024 03:24

ნომინაციაში “წლის ლიდერი ქალი 2024” წარდგენილია ლელა წურწუმია

გვსურს  გაცნობოთ, რომ წარმოუდგენლად ნიჭიერი მომღერალი და მსახიობი, უმშვენიერესი  ლელა წურწუმია, ლიდერ ქალთა საზოგადოებამ 2024 წლის ლიდერ ქალად აირჩია!  მისი წარმატებული კარიერა  დაიწყო მრავალი წლის წინ  და ის ყველა დროის საუკეთესო მომღერალია.  2000  წლის ოქტომბერში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართა  ლელას პირველი სოლო კონცერტი. ასეთი გრანდიოზული კონცერტები, რომლებიც სრული ანშლაგით ჩატარდა იყო არაერთი, როგორც ფილარმონიაში, ასევე სპორტის სასახლეში.  მომღერალს აქვს 12 ალბომი და რამდენიმე სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. ლელა წურწუმიას იცნობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მომღერალიც აქტიურად მართავს კონცერტებს  როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ისრაელის და საბერძნეთის კონცერტები.

ლელა არის საქართველოში ყველაზე  მოთხოვნადი მომღერალი, რომელსაც უსმენს ყველა თაობა, მაგრამ მუსიკალური ნიჭის მიღმა, ის არის გემოვნების, ელეგანტურობის და დახვეწილობის განსახიერება.

ამჟამად ლელა არის ტელეწამყვანიც და აქვს თავისი საავტორო გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“

ლელა წურწუმია დაქორწინებულია კახა მამულაშვილზე, რომელსაც საზოგადოება „მამულიჩას“ ფსევდონიმით იცნობს. მამულიჩა ლელას პროდიუსერია და მას დიდი წვლილი მიუძღვის მომღერლის კარიერულ წარმატებაში.  წყვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი – უსაყვარლესი მარიკო ჰყავს.

კომენტარის დატოვება