ივნისი 11, 2025 03:10

✨ მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება მიწვეულია იტალიაში, კერძოდ კი რომში, საქმიანი ვიზიტით.

✨ მენეჯერებისთვის, დირექტორებისთვის, ფინანსისტებისთვის, ასევე სახელმწიფო, საბანკო, საფინანსო და ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის.

✨ გთავაზობთ “საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისისა” და “ლიდერ ქალთა საზოგადოების” მიერ ორგანიზებულ საქმიან ვიზიტს რომში, 8-11 ივნისს!

✨ ვიზიტის მიზანია “Sant’Egidio”-ს საქმიანობის შესწავლა და მათი ჰუმანიტარული დახმარების, კონფლიქტების მოგვარებისა და სოციალური მუშაობის სტრატეგიების გაცნობა.

✨ მიღებული გამოცდილება დაგეხმარებათ ახალი უნარებისა და მეთოდოლოგიების განვითარებაში, რაც მნიშვნელოვანი იქნება თქვენი საზოგადოებრივი პროექტების წამოწყებისა თუ გაძლიერებისთვის საქართველოში.

✨ ასევე, მრავალფეროვანი პერსპექტივებითა და აქტივობებით ჩართვა გააძლიერებს თქვენს პიროვნულ განვითარებას და გააფართოვებს გლობალურ საკითხებში ინტეგრაციას.

✨ ეს შეხვედრა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ურთიერთსწავლებისა და კულტურათაშორისი გაგების გაღრმავებისთვის. ის ხელს შეუწყობს ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას, რაც საბოლოოდ გააღრმავებს როგორც ქართული საზოგადოების, ასევე “Sant’Egidio”-ს ინიციატივების გავლენას.

✨ ერთად, შევძლებთ იმ იდეალების დამკვიდრებას, როგორებიცაა მშვიდობა, თანასწორობა და სოლიდარობა – არა მხოლოდ საკუთარ ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში.

✨ გვეძლევა უნიკალური შანსი არა მხოლოდ იმისათვის, რომ გავეცნოთ “Sant’Egidio”-ს საქმიანობას, არამედ იმისთვისაც, რომ გავიღრმავოთ ცოდნა, გავცვალოთ გამოცდილება და ვიმუშაოთ გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივად – საერთო მიზნების მისაღწევად.

✨ დეტალური ინფორმაცია “Sant’Egidio”-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

LA COMUNITÀ – COMUNITÀ DI SANT’EGIDIO (santegidio.org)

✨ ვიზიტის დეტალური აღწერა:

8 ივნისი-ჩაფრენა რომში-დაბინავება სასტუმროში

9 ივნისი-ღირშესანიშნაობების მონახულება

10 ივნისი-ოფიციალური ვიზიტი “Sant’Egidio-ში”

11 ივნისი-ღირშესანიშაობების მონახულება-გამოფრენა

✨ ვიზიტის ღირებულება – 1 780 ლარიდან!

✨ ვიზიტში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.

✨ რეგისტრაცია/დეტალური ინფრომაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:

https://forms.gle/g2XBe5u84xrh2kmp9

+ 995 593 23 75 39
+ 995 593 97 97 17
+ 995 593 25 25 08

✨ წინ საკმაოდ ნაყოფიერი დღეები და საინტერესო მოგზაურობა გველოდება ❤️

კომენტარის დატოვება