მარტი 12, 2025 16:51

წარმატებული ქალბატონების პლატფორმა 💫

💫 თუ ხარ ძლიერი, წარმატებული ან დამწყები მეწარმე ქალი, ,,ლიდერ ქალთა საზოგადოება” სწორედ შენთვისაა!

💫 ლიდერ ქალთა საზოგადოება გახლავთ წარმატებული ქალბატონების პლატფორმა 💫

💫 შემოუერთდი ჩვენს ორგანიზაციას და გახდი ქალთა ძლიერი ქსელის ნაწილი, სადაც შეძლებ შენი პოტენციალის სრულად რეალიზებას!

💫 „ლიდერ ქალთა საზოგადოება” არის ლიდერი, წარმატებული და რეალიზებული ქალბატონების გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს თითოეული წევრის პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

💫 ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა რეგიონებში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები, ავამაღლოთ და გავაძლიეროთ მათი სამეწარმეო მცდელობები და შევქმნათ უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცე მათთვის.

💫 ჩვენთან თქვენ შეძლებთ გაიზიაროთ გამოცდილება, დაამყაროთ ღირებული კონტაქტები, მიიღოთ პრაქტიკული რჩევები და მხარდაჭერა გამოცდილი პროფესიონალებისგან.

💫 ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად ატარებს სხვადასხვა ხასიათის შეხვედრებს, სემინარებს, ტრენინგებს, პროექტებს და ნეთვორქინგის ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს წევრების პროფესიულ განვითარებასა და ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოებას.

💫 ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალი „Business Women Magazine“ წარმოადგენს პრემიუმ კლასის გამოცემას, რომელიც 2022 წლიდან მკითხველს აწვდის წარმატებული ქალების ისტორიებს. სამი წლის განმავლობაში ჟურნალში უკვე 1000-ზე მეტი წარმატებული ქალბატონის ისტორია დაიბეჭდა.

💫 ეს ყოველივე ხელს უწყობს ქალთა როლის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში და მიმართულია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისკენ, როგორც პერსონალურ, ასევე ბიზნეს სექტორში. ჩვენი წევრები არა მხოლოდ პირად წარმატებას აღწევენ, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

💫 არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, იყოთ ცვლილებების ნაწილი და დაიკავოთ თქვენი ადგილი წარმატებულ ქალბატონთა რიგებში!

💫 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

📞 +995 593 23 75 39
📞 +995 593 25 25 08

✉️ leaderwomanclub@gmail.com

💫 ჩვენი ოფისები:

📍 თბილისი – აღმაშენებლის გამზ. #189
📍 გორი – გარსევანიშვილის #3
📍 ქუთაისი – ზვიად გამსახურდიას #13
📍 თელავი – აღმაშენებლის #14
📍 ბათუმი – 26 მაისის #33

🌐 ჩვენს შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/NLMDp

💫 ერთად შევქმნათ წარმატების ისტორიები! 💫

კომენტარის დატოვება