წარმატებით ჩატარდა სემინარი „მარკეტინგი, როგორც ლიდერობის სტრატეგია”
საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი”-ს ბაზაზე წარმატებით ჩატარდა ინტერაქციული სემინარი თემაზე: „მარკეტინგი, როგორც ლიდერობის სტრატეგია – როგორ ააშენოს ლიდერმა ძლიერი ბრენდი”, რომელიც ორგანიზებული იყო „ლიდერ ქალთა საზოგადოების” და „ბიდისი” აკადემიის მიერ.
სემინარს უძღვებოდა ანანო ჩხეიძე – კომპანია „GLOBALCELL”-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი და BEON-ის B2B მარკეტინგის ლიდერი, რომელიც ასევე ატარებს ლექციებს ნოვატორში ვებ-ანალიტიკისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
ღონისძიების მონაწილეებმა გაიგეს, როგორ გახდეს მარკეტინგი ლიდერობის სტრატეგიული ნაწილი და არა მხოლოდ სარეკლამო ინსტრუმენტი. სემინარი ორიენტირებული იყო იმაზე, რომ მარკეტინგი უნდა იყოს გავლენის, ნდობისა და გრძელვადიანი ბრენდის მშენებლობის საფუძველი.
მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ძლიერი პირადი თუ ორგანიზაციული ბრენდის შექმნის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია საკუთარ ღირებულებებზე. სემინარმა ლიდერებს მისცა შესაძლებლობა, გაეცნონ წარმატებულ გამოცდილებას, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და დაემყარებინათ ღირებული პროფესიული კონტაქტები.
სემინარი, რომელიც ჩატარდა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ბიდისი აკადემიის შენობაში, მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ყველა იმ ლიდერისთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და ბრენდის გაძლიერებაზე. ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.
*„ლიდერ ქალთა საზოგადოება” და საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი” აგრძელებენ პროფესიული განვითარების და ცოდნის გაზიარების ღონისძიებების ორგანიზებას.