ნოემბერი 24, 2024 03:34

ყვავილების სალონი „მარიელე“ – ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორი

ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორია ყვავილების სალონი „მარიელე“.
„მარიელე“ ქალბატონმა ქრისტინე ხუნდაძემ 2020 წელს დააფუძნა და სახელიც საკუთარი შვილების მარიამისა და ელენეს სახელების გაერთიანებით დაარქვა.
ამბობს, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარს და ეს მისთვის მხოლოდ ბიზნესი არასოდეს ყოფილა.
• მიყვარს ჩემი საქმე და მიხარია, რომ ადამიანების ბედნიერებას ვემსახურები. ჩემთვის ფინანსური ინტერესი არასოდეს მთავარი არ ყოფილა და მუდმივად ვცდილობ, რომ ჩემი შექმნილი თაიგულები იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, იყოს განსხვავებული და ხარისხიანი.
სწორედ მომხმარებლისადმი ეს დამოკოდებულება არის მათი წარმატების გარანტი და უკვე მესამე წელია მყარად მოიკიდეს ფეხი ბაზარზე, გაიჩინეს უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი და მუდმივად ფიქრობენ გაზრდასა და განვითარებაზე.
მაღაზია მდებარეობს თბილისში და მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიანი ყვავილებისგან შექმნილ ულამაზეს კომპოზიციებს, თაიგულებს თქვენი დღესასწაულების კიდევ უფრო გასაფერადებლად.
ქალბატონ ქრისტინეს ყვავილების მაღაზიის გახსნის იდეა მოთხოვნიდან გამომდინარე გაუჩნდა, რადგან მათ უბანში ფიზიკურად არ არსებობდა ყვავილების მაღაზია, მით უმეტეს მაღალი დონის. ამიტომაც იდეა რეალობად აქცია და ამ საქმეს დიდი სიყვარულითა და მთელი გულით ემსახურება.
ამბობს, რომ მისი სალონის განმასხვავებელი ნიშა, სწორედ მთელი გულით შექმნილი თაიგულებია:
• სხვა ყვავილების მაღაზიებისგან განგვასხვავებს განსხვავებული თაიგულები, მაქსიმალურად ბუნებრივი,დიდი სიყვარულით შექმნილი. ასევე სწრაფი და ხარისხიანი მიწოდება და ასევე ის, რომ უკვე გვაქვს ნდობის მაღალი მაჩვენებელი ძალიან მოკლე დროში.
ქალბატონი ქრისტინე მიიჩნევს, რომ ქალის როლი საზოგადოებაში უზარმაზარია. ის მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ქალს, განსაკუთრებით მათ, რომელიც მისი პროფესიის შესწავლას გადაწყვეტს და დაეხმაროს მათ განვითარებაში.
ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს ბიზნესსა თუ კარიერაში მისი განვლილი გზიდან გამომდინარე ურჩევს:
• გადადგით გაბედული ნაბეჯები! გონივრული მიდგომით, მაღალი ხარისხითა და პატიოსანი დამოკიდებულებით იარეთ წინ!

კომენტარის დატოვება