დეკემბერი 12, 2024 03:42

ქრისტი გობეჩია-X ღონისძიების სპონსორი

ქრისტი გობეჩია – იურისტი, სამედიცინო სფეროს სპეციალისტი, ინექციური კოსმეტოლოგი, პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი და ნიჭიერი დიზაინერი, თავისი მრავალფეროვანი კარიერით ცხადყოფს, რომ თანამედროვე ქალს შეუძლია წარმატებით იმუშაოს სხვადასხვა მიმართულებით.

მისი პროფესიული გზა დაიწყო იურიდიულ სფეროში, სადაც დღემდე მუშაობს პენიტენციურ სისტემაში. პარალელურად, მან მიიღო სამედიცინო განათლება და რამდენიმე წლის წინ დაეუფლა ინექციურ კოსმეტოლოგიას. მაგრამ მისი ყველაზე დიდი მიღწევა ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოების შექმნაა.

პანდემიის პერიოდში, როდესაც დისტანციური მუშაობა დაიწყო, ქრისტიმ აღმოაჩინა, რომ მისი ჰობი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო გართობა. მან შეამჩნია, რომ სათამაშოების შექმნა სიამოვნებას ანიჭებს და შინაგან ჰარმონიას ქმნის.

მისი პირველი დიდი წარმატება იყო ის მომენტი, როდესაც მთლიანად საკუთარი შექმნილი სათამაშოებით გააფორმა ნაძვის ხე. ამ პროექტმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მის გარშემო მყოფებში, რამაც კიდევ უფრო გაუზარდა მოტივაცია.

ქრისტი თვლის, რომ მისი ქალობა სწორედ ის უპირატესობაა, რომელიც ეხმარება მას წარმატებით იმუშაოს სხვადასხვა სფეროში. მისი პროფესიები – კოსმეტოლოგია, პერმანენტული მაკიაჟი და ხელნაკეთი ნივთების შექმნა – პირდაპირ კავშირშია ქალთა სილამაზესა და ბედნიერებასთან.

მისი მთავარი მიღწევა არის კმაყოფილ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, რომლებსაც მან სილამაზე და სიხარული აჩუქა. ქრისტი მიჩნევს, რომ გულით კეთებული საქმე ყოველთვის დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.

მომავლისთვის მას დიდი გეგმები აქვს – გაზარდოს ხელნაკეთი ნაწარმის წარმოება, შექმნას პატარა საწარმო, სადაც დაასაქმებს და გაწვრთნის დაინტერესებულ ადამიანებს. მისი მიზანია გახდეს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ქრისტი გობეჩია არის იმ ქალთა ნათელი მაგალითი, რომლებიც არ ზღუდავენ საკუთარ თავს ერთი პროფესიით და მზად არიან მუდმივი სწავლისა და განვითარებისთვის.

კომენტარის დატოვება