ივნისი 2, 2025 04:06

ტრენინგი წარმატებით ჩატარდა: „მდგრადი განვითარება და ქალების როლი მწვანე მომავალში”

24 მაისს, BDC აკადემიაში წარმატებით ჩატარდა ტრენინგი „მდგრადი განვითარება და ქალების როლი მწვანე მომავალში”. ღონისძიება, რომელიც დიდი ინტერესით სარგებლობდა მონაწილეთა შორის.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეიძინეს ღირებული ცოდნა მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ ბიზნესზე გავლენის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა გენდერულ თანასწორობას მდგრად განვითარებაში და მწვანე ბიზნესის შესაძლებლობებს ქალებისთვის. ასევე გაშუქდა მწვანე დაფინანსების მექანიზმები და ქსელური თანამშრომლობის სტრატეგიები.

ტრენინგს ატარებდა გიგა თვაური – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, “მონეტიზაციის” წამყვანი და მეცნიერთა და ტექნოლოგთა ევროპული ასოციაციის ექსპერტი, რომლის ღრმა ცოდნამ და პრაქტიკულმა მიდგომამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა მონაწილეებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბიზნესის მფლობელები, დამწყები მეწარმეები, მენეჯერები, სტუდენტები და ყველა, ვისაც აინტერესებდა მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების თემატიკა. ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილემ მიიღო ორენოვანი სერტიფიკატი და შესაძლებლობა დაამყაროს ღირებული კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტრენინგების მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნეს გარემოში და ხაზი გაუსვა ქალების როლს მდგრადი მომავლის ჩამოყალიბებაში.

 

კომენტარის დატოვება