მაისი 6, 2025 20:49

სალონური შეხვედრაზე თამუნა მუსერიძესთან

📅 ლიდერ ქალთა საზოგადოება და BDC აკადემია გიწვევთ განსაკუთრებულ სალონურ შეხვედრაზე თამუნა მუსერიძესთან, რომელიც გაიმართება 2025 წლის 10 მაისს, 13:00 საათზე BDC აკადემიაში (დავით აღმაშენებლის #189).

🎤 შეხვედრა ჩატარდება არაფორმალურ გარემოში — გულწრფელი საუბრის, გამოცდილების გაზიარებისა და შთაგონების ფორმატში. თამუნა მუსერიძე არა მხოლოდ ქართველი ჟურნალისტია, არამედ ადამიანური სიმართლისთვის მებრძოლი ქალი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა ათასობით ადამიანის ცხოვრებაში.

🌱 ის გიამბობთ თავის პირად ისტორიაზე — როგორ გადაიქცა ცხოვრებისეული გამოცდილება მის გზამკვლევი ძალად; როგორ გადალახა ტკივილი, დაბრკოლება, უსამართლობა და იქცა იმედის სხივად მათთვის, ვინც ოდესმე დაკარგულად გრძნობდა თავს. თამუნა მოგიყვებათ, როგორ იპოვა საკუთარი ბიოლოგიური ოჯახი და როგორ ეხმარება სხვებს იმავე გზაზე.

✨ ეს შეხვედრა შთაგაგონებთ, დაგარწმუნებთ, რომ შეუძლებელი არ არსებობს, რომ საკუთარ სიმართლეს ბრძოლით მიაგნებ, და რომ ერთ ადამიანს შეუძლია დიდი ცვლილება მოახდინოს — როგორც საკუთარ თავში, ისე საზოგადოებაში.

🌍 თამუნა მუსერიძე დღეს ბევრისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, არის სიმბოლო გამბედაობის, ბრძოლის, წარმატებისა და განვითარების. მან დაამტკიცა, რომ ლიდერობა იწყება გულიდან, და რომ საკუთარი ისტორიის ხმამაღლა თქმა არა მარტო სამკურნალოა, არამედ გარდამტეხიც.

👥 შეხვედრა განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს მოტივაციას, შთაგონებას, მხარდაჭერას და სურს თავი მოიყაროს ძლიერ ქალებთან ერთად, რომელთაც სჯერათ ერთმანეთის.

🤝 შეხვედრაზე რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/DLKESmSfE7erjts9A

🤝 ჩვენ მოუთმენლად ველით შეხვედრას თამუნასთან ერთად – იქ, სადაც გულწრფელ სიტყვებს აქვს ძალა და გაბედულ ამბებს — მკაფიო ხმა!

კომენტარის დატოვება