მარტი 15, 2025 03:31

საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცემა დინა ნაწიფაშვილს

თელავში მოღვაწეობს ქალბატონი, რომლის ცხოვრებაც ადასტურებს, რომ ზოგჯერ ჩვენი უდიდესი ტკივილი ხდება უდიდესი ძალის წყარო. დინა ნაწიფაშვილი, ფარმაცევტიული განათლებით, ახლა თავის დროსა და ენერგიას მთლიანად ქველმოქმედებას უძღვნის. მისი ცხოვრების მისია მარტივია – დაეხმაროს სხვებს, გაანათოს იმედის სხივი იქ, სადაც სიბნელე მეფობს.

დინა ნაწიფაშვილი არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ისწავლა, რომ სიკეთე და თანაგრძნობა არის ის ღირებულებები, რომლებიც ნამდვილად ცვლის სამყაროს. მისი ისტორია გვახსენებს, რომ ყველას შეგვიძლია გავხდეთ ცვლილებების შემოქმედი, თუ ჩვენს გულებში ვიპოვით სხვების დახმარების სურვილს.საზოგადოების სახელით ქ.ნ დინა ნამვილად დიდ მადლობას იმსახურებს, გამომდინარე მისი კეთილი საქმეებისა, მან შეძლო და არაერთ ადამიანს აჩუქა ახალი სიცოცხლე, ახალი მიზანი იმისათვის, რომ  განაგრძონ ცხოვრება და დაივიწყონ ის ცხოვრებისეული ლაქა, რაც მათ რთულმა ყოფამ შესძინა.

“გავიზარდე გაჭირვებაში და ვიცი, თუ რას ნიშნავს ხალხის გაჭირვება,” – ამბობს დინა. ეს პირადი გამოცდილება გახდა მამოძრავებელი ძალა, რამაც მისი ცხოვრება მიუძღვნა სხვების დახმარებას.

დინას ქველმოქმედებით საქმიანობა განსაკუთრებულია თავისი უშუალობითა და გულწრფელობით. ყოველდღიურად ის ეძებს გზებს, რომ დაეხმაროს გაჭირვებულებს – საკვებით, ტანსაცმლით, თავშესაფრით და რაც მთავარია, იმედით. მისთვის წარმატება არ იზომება მატერიალური კეთილდღეობით, არამედ იმ ბედნიერებით, რომელსაც მისი საქმიანობა ანიჭებს მას და სხვებს.

თუმცა, დინას გზა არ ყოფილა მარტივი. მის ყველაზე მძიმე გამოცდილებებს შორისაა იმ ადამიანების დაკარგვა, რომლებსაც დახმარებას უწევდა. “რთული გზაა… დახმარების მიუხედავად დავკარგეთ რამოდენიმე ადამიანი,” – იხსენებს იგი ტკივილით. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ამ ტკივილს შევეჩერებინე, პირიქით – უფრო მეტი შემართებით განაგრძო საკუთარი მისია.

განსაკუთრებით ემოციურია დინას მოგონება მარი ომანაშვილზე, რომლის ისტორიაც ტიკტოკიდან და სოციალური ქსელიდან ყველამ ვიცოდით, “მარი ცხოვრობდა გარეთ, პატარა ქოხში, მე და საზოგადოევა ვეხმარებოდით მას საკვებით, ტანსაცმლით. ბოლოს კი კეთილი ადამიანების დახმარებით საცხოვრებელი შევუძინეთ.” მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მარი გარდაიცვალა უბედური შემთხვევით, რაც დინასთვის დღემდე მძიმე ტკივილია.

დღეს დინა აგრძელებს მუშაობას ახალ პროექტზე – სახლის მშენებლობაზე სხვა გაჭირვებული ადამიანებისათვის. “დაუძლეველი მიმაჩნდა ის პერიოდი, როცა ვერ ვეხმარებოდი კონკრეტულ ადამიანს სახლის აშენებაში, მაგრამ დღეს, კეთილი ადამიანების დახმარებით, ვუშენებთ სახლს,” – ამბობს იგი მადლიერებით.

დინას ოცნებაა შექმნას თავშესაფარი – ადგილი, სადაც კიდევ უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს შეძლებს დახმარებას. მომავალში ის აპირებს გააფართოვოს საქველმოქმედო საქმიანობა, დაეხმაროს მეტ ადამიანს და გააღვივოს სიკეთის კეთების სურვილი სხვებშიც.

“გქონდეთ საკუთარი თავის იმედი და აკეთეთ სიკეთე,” – ასეთია მისი რჩევა ყველასთვის, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებისეულ გზას. დინას რწმენით, ნამდვილი ბედნიერება მდგომარეობს არა იმაში, რაც გაქვს, არამედ იმაში, რასაც სხვებს აძლევ.

კომენტარის დატოვება