ივნისი 2, 2025 00:50

საგაზაფხულო კამპანია – “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე”

ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოგიდგენთ მორიგ საგაზაფხულო კამპანიას, სახელწოდებით – “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე”. გთავაზობთ ახალ, უნიკალურ გამოცდილებას, რომელშიც ყველა ქალბატონის ჩართულობა ფასდაუდებელია და რომელიც მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ქალების მრავალფეროვანი გამოცდილებები, მიღწევები, გამოწვევები და ძალა.

კამპანია “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე” ქმნის პლატფორმას, რომელიც აჩვენებს, რომ წარმატება არ არის ერთგვაროვანი, არამედ ინდივიდუალური გზაა, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებას, ემოციას, გამოწვევასა და გამარჯვებას აერთიანებს. კამპანიის თითოეული მონაწილე ქალბატონი გაგვიზიარებს საკუთარ კარიერულ გზას და იმას, თუ რაში მდგომარეობს მისი სიძლიერე. პირადი ისტორიები კი შთააგონებს სხვა ქალებს და წარმოაჩენს მრავალფეროვან გზებს წარმატებისკენ.

გასულ კვირას უკვე განვათავსეთ კამპანიის პირველი ნაწილი, ახლა კი დროა ჩვენს ერთგულ მკითხველს მეორე ნაწილი შევთავაზოთ, სადაც კიდევ უფრო მეტი შთამაგონებელი ისტორია და გამოცდილება გელოდებათ.

 

სოფიო სურმავა: ქალი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს

სოფიო სურმავა, კომპანია “ოლიმპიოს” დამფუძნებელი და საქართველოს ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი, თანამედროვე ქართველი ბიზნესვუმენის შთამბეჭდავი მაგალითია. მისი პროფესიული გზა იწყება ქიმიის სფეროში კომპანია “ოლიმპიოს” შექმნით, რაც მისთვის უდიდესი გამოწვევა და გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. დღეს სოფიო წარმატებით უძღვება მაღაზია “ტრენდ გალერის”, საქმიანობს ფრანგული კონდიტერიის მიმართულებით, ქმნის ხელნაკეთ სამკაულებს და აქტიურად მონაწილეობს ტურიზმის განვითარებაში. ის უარყოფს სტერეოტიპს, რომ ადამიანი მხოლოდ ერთ სფეროში უნდა მოღვაწეობდეს და თავისი მაგალითით ამტკიცებს, რომ მრავალმხრივობა და მიზანდასახულობა წარმატების საწინდარია.

სოფიოს უახლოესი მიზანია საგანმანათლებლო მასტერკლასების სერიის დაწყება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ფორმატშიც, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის. როგორც ემიგრანტების ოჯახიდან, მას ღრმად ესმის სამშობლოს გარეთ ცხოვრების სირთულეები და სურს, თავისი გამოცდილებით სხვებს დაეხმაროს. ლიდერ ქალთა საზოგადოებაში მოღვაწეობით, სოფიო ცდილობს წვლილი შეიტანოს ქალების გაძლიერებაში და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანაში. “მინდა დავეხმარო იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ გზას – მინდა მათ დაინახონ საკუთარი პოტენციალი და ძალა,” – ამბობს სოფიო, რომლის პროფესიული მოგზაურობა და შეუპოვრობა შთაგონების წყაროა მრავალი ქართველი ქალისთვის.

 

თამარ თედლიაშვილი – გამორჩეული სამართლის სპეციალისტი და საზოგადოებრივი მოღვაწე

თამარ თედლიაშვილი წარმოადგენს თანამედროვე ქართული იურიდიული და პოლიტიკური სივრცის ერთერთ გამორჩეულ სახეს. მისი პროფესიული კარიერა იწყება ადვოკატად მუშაობით, რის შემდეგაც იგი საჯარო სამსახურში გადავიდა და გახდა პარტიათავისუფალი დემოკრატებისგორის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. პოლიტიკურ ასპარეზზე მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ხელმძღვანელმა. თედლიაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა ყოველთვის გამოირჩეოდა პრინციპულობითა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისკენ სწრაფვით.

თამარ თედლიაშვილის სამოქალაქო აქტივიზმი მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის კონსტიტუციურობას ეხებოდა. მისი საჯარო გამოსვლები ხშირად იწვევდა საზოგადოებრივ რეზონანსს, როგორც ეს მოხდა 2015 წელს, როდესაც მან კერძო ადვოკატების სანდოობის საკითხი წამოჭრა. სოციალურ მედიაში აქტიური მოღვაწეობით, თედლიაშვილი მუდმივად იბრძვის გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვე ქართული საზოგადოების ფორმირებაში.

 

მაია პაიჭაძე: სამედიცინო კარიერიდან საჯარო სამსახურამდე – ერთი ქალის მრავალმხრივი მოღვაწეობა

მაია პაიჭაძე წარმოადგენს მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილების მქონე პიროვნებას, რომელმაც შთამბეჭდავი გზა განვლო სამედიცინო სფეროდან საჯარო სამსახურამდე. პროფესიით მეანგინეკოლოგი და რადიოლოგი, ამჟამად იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის პოზიციას იკავებს. მაია მეუღლესთან, შოთა სირაძესთან ერთად სამი წარმატებული შვილის აღზრდით ამაყობს. მისი კარიერული გზა მოიცავს 19-წლიან აქტიურ სამედიცინო მოღვაწეობას, რის შემდეგაც პოლიტიკურ სივრცეში გადაინაცვლა. მაია გახლავთ ორი მოწვევის საკრებულოს წევრი, სადაც საფინანსოსაბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაც ეკავა. ასევე მუშაობდა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გურიის რეგიონული სამსახურის კოორდინატორად. მისი ინიციატივით დაწყებული არაერთი მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტი დღემდე წარმატებით ხორციელდება. მაიას ძირითადი საქმიანობა მოქალაქეთა მსახურებაა.

იგი გახლავთ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ამასთანავე, წარმოადგენს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ბორდის არჩეულ წევრს და დაბის კოორდინატორს. აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. როგორც ექიმი, წლების განმავლობაში ორი სიცოცხლის (დედისა და ბავშვის) გადარჩენის პასუხისმგებლობით ცხოვრებას, მისი შემდგომი საქმიანობისთვის მაქსიმალიზმის განცდა და მოტივაცია შესძინა. მაია დარწმუნებულია, რომ წინ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი ელოდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მშვიდობასა და განვითარებას. ბოლო აბზაცი: “როგორც ექიმს, წლების განმავლობაში ორი სიცოცხლის( დედისა და ახალშობილის) გადარჩენის პასუხისმგებლობით ცხოვრებამ, მის შემდგომ საქმიანობას მაქსიმალიზმის მოთხოვნილება შესძინა. მაია დარწმუნებულია, რომ წინ ბევრი კარგი საქმე ელოდება, რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს განვითარებასა და კეთილდღეობას.

 

ფორმულებიდან ოქროს ბრწყინვალებამდე: როგორ აერთიანებს ნანა ფიფია მეცნიერებასა და ხელოვნებას

ნანა ფიფია, განათლების მეცნიერებათა დოქტორი და პროფესიით მათემატიკოსი, დღეს თბილისში ოქროს სამკაულების მაღაზია “Gold Market Tbilisi”-ის დამფუძნებელი და დირექტორია. ერთი შეხედვით განსხვავებულ სფეროებს შორის ფიფია მნიშვნელოვან პარალელებს ხედავს – “ორივეგან მნიშვნელოვანია სიზუსტე, სტრუქტურა და გონებით გათვლა,” აცხადებს იგი. მათემატიკური განათლებიდან მიღებული სისტემურობა და დეტალებზე ორიენტირებული აზროვნება მისი ბიზნესის ფუნდამენტს წარმოადგენს, რასაც თავად “ბიზნესის ჩონჩხს” უწოდებს.

წლების განმავლობაში აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის შემდეგ, ფიფიამ გადაწყვიტა, თავისი ცოდნა სრულიად განსხვავებულ სამყაროში გამოეყენებინა. “მათემატიკა იყო ჩემი პირველი ენა, სამყარო ციფრებით დავიწყე, მაგრამ ერთ მომენტში მივხვდი – რაც არ უნდა ზუსტი იყოს ციფრი, ადამიანურ ემოციას მაინც ვერაფერი შეედრება,” – ამბობს იგი. დღეს მისი მაღაზია ადგილია, სადაც მათემატიკური სიზუსტე და ესთეტიკური ღირებულება ერთმანეთს ავსებს, ხოლო “თითოეული ნივთი სიყვარულით არის შერჩეული და თითოეული შენაძენი ქმნის დაუვიწყარ ისტორიას, რომელიც თაობებს გადაეცემა.”

კომენტარის დატოვება