ნოემბერი 25, 2024 02:10

ჟურნალი “BUSINESS WOMEN MAGAZINE” რიგით მე-6 პრეზენტაცია

2 ნოემბერს, სასტუმრო რამადას ტერასაზე ლიდერ ქალთა საზოგადოებამ კიდევ ერთი შთამბეჭდავი საღამო გამართა – ჟურნალ “Business Women Magazine”-ის რიგით მე-6 პრეზენტაცია. საღამო გამორჩეული იყო არა მხოლოდ თავისი შინაარსით, არამედ იმ განსაკუთრებული ატმოსფეროთი, რომელიც წარმატებული ქალბატონების თავშეყრამ შექმნა.

ღონისძიების მთავარი თემა მოტივაცია იყო. ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებმა, რომლებიც ჟურნალის ფურცლებზეც არიან წარმოდგენილნი, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი წარმატების ისტორიები. მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, დაბრკოლებებსა და გამარჯვებებზე, რომლებიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეხვდათ. თითოეული ისტორია უნიკალური იყო და ამავდროულად უნივერსალური – მათში ყველა ქალბატონს შეეძლო საკუთარი თავის დანახვა.

სტუმრების მიღებაც კი განსაკუთრებული და განსხვავებული იყო- სასტუმროს შესასვლელშივე მათ დახვდათ პერსონალური მისალმების წერილი – “greeting message”, რომელიც აღწერდა საღამოს მნიშვნელობას და მათი მოწვევის მიზანს. თითოეულ სტუმარს გადაეცა:

სამოტივაციო წერილები

საინფორმაციო ბროშურები ლიდერ ქალთა საზოგადოების, ბიდისი აკადემიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის შესახებ

ამონარიდები ჟურნალის ყდაზე წარმოდგენილი ქალბატონების ისტორიებიდან

სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერები:

o პარიზის ტური ლიდერ ქალთა საზოგადოებისგან

o ბუდაპეშტის ტური ბიდისი აკადემიისგან

o ფასდაკლება სპა-მასაჟის მომსახურებაზე

ქალბატონებს,რომლებიც ჟურნალის ყდებზე იყვნენ წარმოდგენილნი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ საღამოს წარმართვაში. მათ მიერ გაზიარებული ისტორიები თავიანთი საქმიანობის შესახებ და იმის მოყოლა თუ როგორ მიაღწიეს წარმატებებს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის. ლიდერ ქალთა საზოგადოებამ კი იზრუნა იმაზე, რომ ეს ქალბატონები ყოფილიყვნენ გამორჩეულად:,

დამზადდა ბანერები თითოეული ქალბატონებისთვის ჟურნალის ყდის გამოსახულებით, ბროშურებზე ნახავდით თითოეული ქალბატონის წარმატების შესახებ მოკლე ინფორმაციას. გადაეცათ საჩუქრები რომლითაც გაგვანებივრა მაკო მახარობლიძის კომპანია Elma • ელმა -მ, სილამაზის ბოქსებით, რომელიც ორგანული თავის მოვლის საშუალებებითაა დაკომპლექტებული .ასევე ეკა ყურშიტაშვილმა, კომპანია MDERM ით, რომელიც გვთავაზობს უმაღლესი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებს.

უშუალოდ პრეზენტაცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ღვინის თანხლებით მოესმინათ და თავადაც ჩართულიყვნენ საუბარში.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა გადაინაცვლეს სპეციალურად მოწყობილ გალა სივრცეში, რომელიც შემოდგომის თბილი ფერებით იყო გაფორმებული. დიზაინი, რომელზეც G Wedding Company -მ იზრუნა, ქმნიდა ჰარმონიულ და ამავე დროს განსხვავებულ ატმოსფეროს.

საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტი იყო სპეციალური ტორტი, რომლის მორთვაშიც ყველა დამსწრე ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. ხილით მორთული ტორტი, რომელიც Anna Jachvadze -ის ნამუშევარი იყო, სიმბოლურად გამოხატავდა იმ მოტივაციასა და ერთსულოვნებას, რაც საღამოს მთავარ თემას წარმოადგენდა.

ღონისძიების წარმატებით ჩატარება შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი პარტნიორების მხარდაჭერით. განსაკუთრებული მადლობა ლიდერ ქალთა საზოგადოების ოქროს სპონსორ ბიდისი აკადემიასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიას.

ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული ჟურნალის პრეზენტაცია კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებული ქალების გაერთიანება, მათი გამოცდილების გაზიარება და ურთიერთმხარდაჭერა. ეს საღამო არა მხოლოდ ჟურნალის პრეზენტაცია, არამედ ნამდვილი მოტივაციის, შთაგონებისა და ნეთვორქინგის მაგალითად იქცა.

კომენტარის დატოვება