ნომინაციაში “წლის გამორჩეული ქალი მეწარმეობასა და საცალო ვაჭრობაში – 2025” წარდგენილია თინათინ გურეშიძე
ქალი, რომელმაც ნულიდან შექმნა წარმატებული საცალო ბიზნესი — თინათინ გურეშიძის ისტორია
თინათინ გურეშიძე დღეს საკუთარი მოვაჭრეობის — ჭურჭლისა და ტექსტილის მაღაზიის — წარმატებული დამფუძნებელი და მფლობელია. მისი ისტორია იქ იწყება, სადაც სხვა ქალი ხშირად ჩერდება. როცა ბუღალტრად მუშაობდა, ოჯახური გარემოებისა და მცირეწლოვანი შვილების გამო მუშაობა დროებით დატოვა, თუმცა ერთ რამეს სწრაფად მიხვდა: უსაქმოდ ყოფნა მის ბუნებას არ შეესაბამებოდა.
ფინანსური დამოუკიდებლობა მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ დაიწყო ფიქრი, რა შეეძლო ისეთი გაეკეთებინა, რომ თავის შემოსავალს თავადვე მართავდა. მცირე თანხით ჩამოიტანა პირველი პროდუქცია და თავდაპირველად მხოლოდ მეგობრების წრეში ყიდდა. თუმცა მოთხოვნა მალე გაიზარდა.
ამ ზრდამ მას აიძულა ახალი ნაბიჯი გადაედგა — დაიქირავა პატარა ფართი და პირველი მაღაზია გახსნა.
თავდაპირველად ყველას არ სჯეროდა მისი წარმატების. უბანში, სადაც მაღაზია გახსნა, ძირითადად ავტონაწილები იყიდებოდა და ბევრს ეგონა, რომ საოჯახო პროდუქტების მაღაზია ვერ იმუშავებდა. თუმცა თინათინმა დაამტკიცა, რომ მონდომება და შრომა ხშირ შემთხვევაში გამართლებულია. თავდაუზოგავი მუშაობით მაღაზია მალე გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სივრცე, რომელსაც დღეს უკვე ათასობით ერთგული მომხმარებელი და ასი ათასობით გამომწერი ჰყავს სოციალურ პლატფორმებზე.
მაგრამ წარმატება მხოლოდ ამით არ დასრულებულა.
დადგა დრო, როცა გაფართოება სეროზულად გახდა საჭირო. იმავე ქუჩაზე ლიკვიდაციაში იყო სხვა ფართი — უფრო დიდი, უფრო სარისკო, მაგრამ პერსპექტიული. რისკები არსებობდა, რადგან ფინანსური ვალდებულება დიდი იყო, თუმცა თინათინმა ამ გამოწვევასაც მალე აუღო ალღო.
მისი აზრით, იმ წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი, რაც ამ ექვსი წლის განმავლობაში ააგო, არის პასუხისმგებლობის გრძნობა, საქმის სიყვარულით გაკეთება და შეუჩერებელი შრომა.
თინათინი ცდილობს, ადამიანებს პოზიტიური ენერგია გადასდოს. თვლის, რომ მისი მოვალეობაც კი არის იყოს მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი შრომითა და მონდომებით, ნულიდან შექმნას ღირებული საქმე.
ოჯახის მხარდაჭერა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ძალაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. როგორც თვითონ ამბობს, ამ გზის გავლაში ოჯახური მხარდაჭერა, სიყვარული და გაგება დიდ როლს თამაშობს.
თინათინი არ არის ადამიანი, რომელიც მიღწეულით კმაყოფილდება. დღეს უკვე ფიქრობს გაფართოებაზე და ახალი ფილიალების გახსნაზე. მისი აზრით, ადამიანს თუ საკუთარი თავის რწმენა აქვს, ყველაფერი გამოუვა — მთავარია შრომა არ დაეზაროს, რადგან წინსვლა განსაზღვრება ყოველი ახალი ნაბიჯით.
ის ყოველთვის ეძებს სიახლეებს, ფიქრობს, როგორ გააუმჯობესოს პროცესი, როგორ გახადოს მომსახურება უკეთესი და როგორ გადადგას შემდეგი ნაბიჯი ისე, რომ მიზანს არ უღალატოს. მასთვის თითოეული მადლობა, თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი ყველაზე დიდი მიღწევაა — უფრო ძვირფასი, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური შედეგი.
თინათინ გურეშიძე არის ქალი, რომელმაც საკუთარი ძალით ააგო ის, რაც დღეს ბევრ ქალს შთააგონებს. ქალი, რომელიც არ შეუშინდა არც შიშს, არც გარემოს, არც პასუხისმგებლობას — და შეძლო, ყოფილიყო მაგალითი იმისა, რომ მონდომება ყველაფრის პასუხია.
მისი ისტორია კი ყველას ერთ მნიშვნელოვან გზავნილს უტოვებს: თუ საკუთარ თავს დაუჯერებ და ნაბიჯს დგამ — გზა თავად გამოიკვეთება.
