ნომინაციაში „წარმატებული ექიმი დერმატო-ვენეროლოგი – 2023“ წარმოგიდგენთ ქალბატონ ანნა დედაბრიშვილს
“ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „წარმატებული ექიმი დერმატო-ვენეროლოგი – 2023“ წარმოგიდგენთ მედიცინის დოქტორს, ქალბატონ ანნა დედაბრიშვილს.
ქალბატონი ანნა ქალაქ გორში დაიბადა. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახის წევრების უმრავლესობა პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, პაპა (გაიოზ ელიოზიშვილი) კი 35 წლის მანძილზე სკოლის დირექტორი იყო, მთელი ბავშვობა გორის მე-2 საშუალო სკოლის სამასწავლებლოში გაატარა.
იხსენებს, რომ სწორედ ბავშვობის ამ პერიოდმა მოახდინა გავლენა იმაზე, რომ მასწავლებლის როლში ყოფნა ძალიან მოსწონდა. ეხმარებოდა მეზობლის ბავშვებს ინგლისურ ენაში და ყველა მათი წინ გადადგმული ნაბიჯი აბედნიერებდა და სიამაყის გრძნობით ავსებდა. თუმცა მიუხედავად ამისა, გარკვეული ასაკიდან მისთვის უალტერნატივო გახდა ექიმის პროფესია და თავდაუზოგავი შრომა დაიწყო მიზნის მისაღწევად:
- თავდაუზოგავიშრომის, წიგნებზეგათენებულიღამეების შედეგად, თინეიჯერობისყოველგვარგასართობსმოკლებული 2 წლისშემდეგ 1997 წელსგავხდითბილისისსახელმწიფოსამედიცინოუნივერსიტეტისსამკურნალოფაკულტეტისსტუდენტიდადაიწყოოქროსხანაჩემსცხოვრებაში.
- გამიმართლა, რომჩემილექტორებიიყვნენბუმბერაზიადამიანები, საკუთარისაქმისუბადლოპროფესიონალები, ხოლოჩემიმეგობრებისაამაყოადამიანები, რომლებიცამჟამადმედიცინაშიმოღვაწედიდიპროფესიონალებიარიანდათავისსათქმელსამბობენარამხოლოდსაქართველოში, არამედმისსაზღვრებსგარეთაც…
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალი ინტერესი გაუჩნდა და სურდა დერმატოლოგიის განხრით გაეღრმავებინა ცოდნ, ამიტომ სწავლა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დერმატოვენეროლოგიის კათედრაზე ასპირანტად, ხოლო შემდგომ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურის პროგრამაზე დოქტორანტად.
- თავდაუზოგავიშრომისდახანგრძლივისასწავლოპროცესისშემდეგ 28 წლისასაკშიმომენიჭადოქტორისაკადემიურიხარისხიმედიცინაში, ხოლოშემდეგმაღალისარეიტინგოქულითჩავაბარესალიცენზიოგამოცდადამომენიჭასახელმწიფოსერტიფიკატიდერმატოვენეროლოგიისკვალიფიკაციით და აქტიურად ჩავერთე მომავალი თაობების აღზრდისა და საკუთარი ცოდნის გაზიარების პროცესში.
ამბობს, რომ ეს გზა მარტივი გასავლელი არ ყოფილი,მით უმეტეს, რომ პარალელურად ჰყავდა ოჯახი, რომელიც საკმაოდ ადრეულ, 19 წლის ასაკში შექმნა, თუმცა აღნიშნავს, რომ ოჯახს არასოდეს ხელი არ შეუშლია დასახული მიზნების მიღწევაში.
საკუთარ მიღწევებზე საუბრისას გამოყოფს რამდენიმეს, როგორც პროფესიის, ისე პირადი ცხოვრებიდან, რომელსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად თვლის:
- ჩემი მნიშვნელოვანი მიღწევა ესთეტიკის ცენტრი „ნიუ ლაინია“, რომლის დაფუძნების იდეა 2015 წელს გაჩნდა და წარმატებით განხორციელდა.“ნიუ ლაინი“ არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, სადაც ზრუნავენ მომხმარებლის სილამაზესა და ესთეტიკურ ჯანმრთელობაზე.
- ჩემი სიამაყე ჩემი ოჯახია. გამიმართლა, რომ საოცრად მზრუნველი, შვილებისთვის თავდადებული მშობლები მყავს. მათ მიუძღვით დიდი წვლილი იმ ფუნდამენტის ჩამოყალიბებაში, რაზეც შემდგომ გაიკვალა დასახული მიზნებისკენ მიმავალი ბილიკები. მათ გამომიმუშავეს ნებისყოფის, შრომისმოყვარეობის და ერთგულების უნარი, რაც სულ მჭირდებოდა რთული პერიოდების გადალახვისას.
- ჩემი სიამაყე ჩემი მეუღლეა. მასაც, ჩემი მშობლების მსგავსად, დიდი სურვილი ჰქონდა ექიმის საპასუხისმგებლო პროფესიის შესწავლის მაქსიმალური შესაძლებლობები გამომეყენებინა და ყოველთვის მქონდა დიდი მორალური მხარდაჭერა, მისი მხრიდან. ჩემი სიმდიდრე ჩემი ორი ქალიშვილია: მარიამი და ქეთო თოფჩიშვილები. მარიამმა ტრადიციებს არ უღალატა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, მას ჰყავს საუკეთესო მეუღლე ძალიან ჭკვიანი და წარმატებული ახალგაზრდა, რომელიც ჩემი ოჯახის ასევე უსაყვარლესი შვილია.
- ქეთო 16 წლისაა. ბაქსვუდის სკოლის მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეა, რომელსაც სწავლასთან და მომავალ პროფესიასთან დაკავშირებული უამრავი დასახული მიზანი აქვს მისაღწევი, რომელსაც უფლის მადლით და შემწეობით მომავალი წლიდან უნდა შეეჭიდოს.
ქალბატონ ანნას მიაჩნია, რომ ქალის მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე საზოგადოებაში უპირატესად არის ის, რომ გახდეს დედა, ასევე ქალს უამრავი საოცარი უნარი აქვს, რაც მის უპირატესობას უსვამს ხაზს:
- ქალი ანიჭებს სიცოცხლეს კაცობრიობას და ამაშია მისი უნიკალურობა. ქალს შეუძლია ერთდროულად აკეთოს ბევრი საქმე, გაზარდოს შვილი, იზრუნოს ოჯახზე, იფუსფუსოს სამზარეულოში, ისაუბროს ტელეფონზე მეგობრებთან საათობით, იზრუნოს საკუთარ სილამაზეზე და ეს ყველაფერი გააკეთოს დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ. მერწმუნეთ, რამდენიმე პარალელური საქმის კეთება მამაკაცს არ შეუძლია ქალისგან განსხვავებით. ეს ფაქტი ფსიქოლოგიურადაა დადასტურებული. სწორედ ეს თანდაყოლილი უნარები აყენებს მას უპირატესობაში.
ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად უმთავრესია გჯეროდეს საკუთარი ძალების. ამიტომ, ქალებს, რომლებიც ახლა გამოცდიან თავიანთ თავს ნებისმიერ საქმეში, სწორედ ამას ურჩევს:
- ყველაფერი გამოვა, მთავარია ირწმუნონ, რომ ეს ნამდვილად შეუძლიათ, თუ მოინდომებენ.