ნოემბერი 23, 2024 03:37

ნომინაციაში “საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “წლის ლიდერი ბრენდი-2024” ჯილდო გადაეცემა ლებარდეს

დღეს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი შემოუერთდა ლიდერ ქალთა საზოგადოებას. ეს ქალბატონი გახლავთ მაია გიგიბერია, რომელიც  ძირითადი პროფესიით პედაგოგოგი გახლავთ, სილამაზის ექსპერტი დიდ ბრიტანეთში.იგი დიდი ბრიტანეთის ენტერპრონორების (მეწარმეთა) დაჯილდოვების ფინალისტია სილამაზისა და ჯანმრთელობის კატეგორიაში. ასევე, მრავალ ჯილდო მოპოვებული ელიტა ლაქშარი (მდიდრული) ბრენდის დამფუძნებელი და მენეჯერი.

ქალბატონი მაია ეცნობა ლიდერ ქალთა საზოგადოებას:

„დავიბადე სოხუმში, ვარ თბილისელი, საბურთალოელი, დავამთავრე მუსიკალური ნიჭიერთა ათწლედი, სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და მეორე პროფესია იურიდიული. საქართველოში რამოდენიმე წელი ვიმუშავე ინგლისურის მასწავლებლად, ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი.  დიდ ბრიტანეთში პედაგოგიური კვალიიკაციის ამაღლების მიზნით ჩავაბარე და წარმატებით დავამთავრე პედაგოგიური ფაკულტეტი, გავიარე ერთ წლიანი პრაქტიკაც. აგრეთვე დიდ ბრიტანეთში ვიმუშავე საქველმოქმედო ორგანიზაციებში.“

ქალბატონ მაიას ჰყავს ქართველი მეუღლე და 3 ზრდასრული შვილი, 2 ვაჟი და 1 ქალიშვილი.

იგი ასევე გვესაუბრება და გვაცნობს მისს ბიზნეს საქმიანობას:

„საქართველოში 2012 წელს დავაარსე ბრიტანული საზაფხულო სკოლა, 2017 წელს შოტლანდიაში დავაარსე ქართული ცენტრი და 2019 წელს დიდ ბრიტანეთში დავაარსე კოსმეტიკური ბრენდი ‘ლებარდე’

ლებარდე ბიუთი ბრენდი გთავაზობთ მაღალი ხარისხის კანის მოვლის პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს უნიკალურ ინგრედიენტებს საქართველოს მთებიდან. ბრენდი, რომელიც ჰყვება საქართველოს ისტორიას მოხვდა ელიტა ბრენდების სიაში, მიიღო დიდი აღიარება, ჯილდოები  და მხარდაჭერა მსოფლიოს ლიდერ ლაქშარი კომპანიებისგან. ლებარდეს ბრენდი აღიარეს, როგორც ელიტა, ეთიკური, ტოპ ორგანული, საუკეთესო, მაღალი კლასის ბრენდი. დაიბეჭდა ლაქშარი ჟურნალებში, როგორიცაა VOGUE, GQ, ELLE, COSMOPOLITAN, BAZAAR, THE WORLD OF INTERIORS, LONDON LIFE, ABODE2, NATURAL HEALTH, ORACLE TIME, HINTON…“

როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, 3 წელში ბრენდმა მოიპოვა 14 ჯილდო, რაც მართლაც, რომ გასაოცარია!

ქალბატონი მაია აღნიშნავს, რომ სირთულე არის მარტო საქმის კეთება უცხო ქვეყანაში.

„თუმცა ეს სირთულე უფრო გაძლიერებს და ასმაგად კმაყოფილი ხარ, როცა შენს შრომას ასე აფასებენ და გაჯილდოვებენ.

ის რომ ქალი ვარ, ჩემს ბიზნესში დამეხმარა იმით, რომ ქალებისთვის შევქმენი პირველი პროდუქტი და კოსმეტიკა და კანის მოვლა ქალებმა უფრო კარგად ვიცით ვიდრე კაცებმა. როდესაც ვსაუბრობთ სილამაზეზე ქალის როლი და მისი მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემს პროფესიულ მოგზაურობაში ყველაზე მეტად ამაყი ვარ ლებარდეს ბრენდით, მიხარია რომ ჩემი პროდუქტებით შესაძლებლობა მომეცა წარმომეჩინა და გამეცნო ელიტა საზოგადოებისათვის ჩემი ლამაზი სამშობლო. საზოგადოებაზე ჩემი ბრენდის წარმატება იქნება სტიმული, მოტივაცია და სიამაყე თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ისტორია და როგორ აფასებენ მას უცხო ქვეყანაში.

ქალებს, რომლებიც პირველად დგამენ ნაბიჯებს ბიზნესში ვურჩევ, იფიქრონ არა მხოლოდ რამდენად შემოსავლიანი იქნება მათი ბიზნესი, არამედ რამდენად სასარგებლო და სასიკეთო იქნება მათი ბიზნესი ხალხისათვის“

კომენტარის დატოვება