ნოემბერი 21, 2024 20:54

ნომინაციაში ,,საუკეთესო ორგაინზატორ-დიზაინერი 2023 “ შიდა-ქართლის რეგიონში წარმოგიდგენთ G Wedding Company – ს დამფუძნებელს გვანცა კობალაძეს

გვანცა კობალაძე გახლავთ ქორწილების, ივენთების და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორ-დიზაინერი.

მან 2018 წელს დააარსა  G Wedding Company .

კომპანიის განმასხვავებელ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მათი გუნდი მეტად პროფესიონალიზმით, პოზიტიური ენერგიით და მოწონებით სარგებლობს. ყველაზე მეტად ხალხი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან საქმეში ჩართულები და იმ სიყვარულს გასცემენ რაც მათ აერთიანებთ.

 – G Wedding Company – ეს სახელი ჩემს პიროვნებასთან ასოცირდება, ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ჩემი კომპანია და შემოქმედება ჩემს სახელთან დამეკავშირებინა. კომპანიას საფუძველი ჩაეყარა 2018 წელს, მაგრამ სათავეს დიდი ხნის წინ იღებს დაახლოებით 16 წელია მეუღლეს (თამაზ ტერუნაშვილი) და მის ოჯახს აქვთ მუსიკალური ბენდი, რომლის ცნობადობა მაღალია საზოგადოებაში და ზუსტად აქედან გამიჩნდა იდეა, რომ შემეთავაზებინა სრული საქორწილო მომსახურება და ჩამომეყალიბებინა ჩვენი კომპანია.

კომპანიის დაარსებას მალევე მოყვა პანდემია და ვერ მოხერხდა მისი განვითარება, მაგრამ 2022 წლიდან უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა.

-გაეცანით საზოგადოებას,  მოგვიყევით თქვენი და თქვენი საქმიანობის შესახებ…

-პატარა ასაკში შევქმენი ოჯახი, მალევე მეყოლა ორი პაწაწინა ბავშვი. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, სულ სიახლის ძიებაში ვარ და მიყვარს სირთულეები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ცხოვრებას მეტად საინტერესოს ხდის.

ამ ოჯახური და დატვირთული მდგომარეობის მიუხედავად, მაინც ვცდილობდი რაიმე პროფესია და სამსახური შემეთავსებინა, რომელიც ოჯახთან ახლოსაც მამყოფებდა.

თავიდან ყველაფერი სულ მცირედით დაიწყო. გავაკეთე პირველი დეკორატიული ციფრი რასაც მოჰყვა ჯერ ოჯახის წევრებისგან დადებითი მუხტი, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენისგან. პირველი დიზაინის და კონსტრუქციების შექმნისას მივხვდი, რომ ეს საქმე და ზოგადად ხელოვნება ის იყო რაც მე სრულყოფილ ადამიანად მაქცევდა და სწორედაც რომ ასეც არის.

ვცდილობდი ყოველთვის ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური დიზაინი მქონოდა ჩემი ხელწერით . ჩემმა პროფესიამ სრულყოფილ, ჩამოყალიბებულ და დამოუკიდებელ ქალად მაქცია. ნელ-ნელა დიზაინს ვხვეწავდი და რაც უფრო კარგი იყო შეფასება, მით უფრო მეტი მინდოდა, რომ მეჩვენებინა ხალხისთვის.

გავიარე ბევრი მძიმე დღე, დაღლა, უძილო ღამეები, ბევრს ვშრომობდი და ვაგრძელებ ისევ დაუღალავად შრომას. ჩემი ცხოვრების მთავარი არსი და აზრი ის გახლავთ, რომ ყველა გზად შემხვედრი გავაბედნიერო. -არაფერია იმაზე უკეთესი როცა შენი შემოქმედებით ნასიამოვნები, სიხარულისგან ანთებული თვალებით გიხდიან მადლობას.

ყველა დეკორაციის აწყობისას ჩემი სულის ამოცნობაა შესაძლებელი. სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ მოსწონთ ხალხს ჩემი ნამუშევრები.

 ვგრძნობთ, როგორ ვუყვარდებით ხალხს ერთი შეხვედრის შემდეგ, ეს სითბო მათ გულებამდე ღრმად აღწევს და დადებითი ემოციებით ვავსებთ.

-გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

-ზოგადად ჩვენ, ქალებს გვაქვს მეტად განსაკუთრებული უნარი.

ჩვენი ხედვები და მისწრაფებები მეტად კრეატიული და განსხვავებულია. დარწმუნებული ვარ ყველა ქალი კარიერაზე ოცნებობს და ისინი ცდილობენ მათი საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ჩემი რჩევა იქნება, რომ ყოველთვის გჯეროდეთ და გწამდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების.

მართალია, ბევრი შრომა და მოთმინებაა საჭირო,მაგრამ მერწმუნეთ ბოლოს წარმატება გარანტირებული გექნებათ,შრომა ყოველთვის ფასდება.!

კომენტარის დატოვება