სექტემბერი 16, 2024 23:14

ნომინაციაში “სანდოობა და ხარისხი დისტანციურ გაყიდვებში 2024” წარდგენილია ნათია ტაკიძე

ნათია ტაკიძე არის ქალბატონი, რომლის ცხოვრებისეული გზა იყო რთული და წინააღმდეგობებით სავსე, თუმცა მისმა რწმენამ და მტკიცე ნებისყოფამ საშუალება მისცა გადაელახა ყველა დაბრკოლება.

დღეს იგი წარმატებული საჯარო მმართველია და პარალელურად ფლობს მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ბიზნესს. ნათიასთვის ოჯახი და დედობა ყოველთვის იყო უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ, მან დროებით უკან გადაწია პირადი განვითარება, რათა სრულყოფილად შეესრულებინა დედის მოვალეობა.

მიუხედავად ამისა, მან შეძლო კარიერული წინსვლა და 2017 წელს დაიწყო საკუთარი მცირე ბიზნესის – ონლაინ სამკაულების მაღაზიის ოპერირება. იმ დროისთვის, როცა ნათიამ მოღვაწეობა დაიწყო ონლაინ ვაჭრობა საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იყო და ნათია ერთ-ერთი პირველთაგანი გახლდათ, ვინც ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა.

მისი პროფესიონალიზმი, გულწრფელობა და კლიენტებისადმი ნდობა საფუძველი გახდა წარმატებისა. უცხო ადამიანებისთვისაც კი, რადგან იგი უგზავნიდა შეკვეთილ ნივთებს წინასწარი გადახდის გარეშე, რითაც მათში ნდობას ბადებდა.

დღეისათვის ნათიას “ვერცხლის კიდობანი • Silver Ark” უკვე 83,000 ადამიანს აერთიანებს, ხოლო მისი გვერდის გამომწერთა რაოდენობა 150,000-ს აჭარბებს.

წლევანდელი მისი უმთავრესი მიღწევა კი ის გახლდათ, რომ მან საქართველოში შემოიტანა ექსკლუზიური და განსხვავებული დიზაინისა და უმაღლესი ხარისხის ვერცხლის სამკაულები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მომხმარებელთა ინტერესი მისი ბიზნესის მიმართ.

როგორც ქალი, ნათია კარგად აცნობიერებს ქალთა გემოვნებასა და საჭიროებებს, რის გამოც მისი სამკაულები განკუთვნილია სწორედ დახვეწილი და ელეგანტური გოგონებისა და ქალბატონებისთვის.

იგი დარწმუნებულია, რომ ქალი თავისთავად გმირია და უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. მთავარია, არ შეწყვიტოს განვითარება და იპოვოს საკუთარ თავში დაფარული ძალა.

ნათია ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ბიზნესში ურჩევს, გააქტიურდნენ და გაბედულად იმოქმედონ.

მისი მთავარი გზავნილია – “დაიწყეთ დღესვე, ნუ გეშინიათ რისკებისა და წინააღმდეგობების, გადადგით ნაბიჯები და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. როგორც გაბრიელ გარსია მარკესი იტყოდა – ჭეშმარიტი ბედნიერება იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე”.

ნათიას თავისი გზით გავლილი ცხოვრება და დაგროვილი გამოცდილება დიდ სტიმულს აძლევს სხვა ქალბატონებსაც ბიზნესის დაწყებისთვის.

მისი შრომისმოყვარეობა, ქალური გამბედაობა და მიზანსწრაფულობა ნამდვილად გზამკვლევი შეიძლება იყოს ყველასთვის, ვისაც წარმატების მიღწევა სურს.

კომენტარის დატოვება