ნომინაციაში-“მულტიფუნქციური და ინოვაციური სილამაზსტეთიკური სალონი ქ. ბათუმში” -2024,წარდგენილნი აის ერიან მაგდა უზუნაძე და ნაზი გორგაძე
მაგდა უზუნაძე და ნაზი გორგაძე სილამაზის სალონ “ბიუთი თაიმის” დამფუძნებლები არიან. სილამაზის სფეროში წარმატების მიღწევა მუდმივ შრომასა და თავდადებას მოითხოვს. მაგდა უზნაძისა და ნაზი გორგაძის ისტორიები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ოცნება რეალობად იქცეს პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და თავდაუზოგავი შრომით.
მაგდა უზნაძემ პროფესიული გზა 18 წლის ასაკში დაიწყო და დღეს უკვე 10-წლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული პროფესიონალია. “განვლილი 10 წელი არ ყოფილა მარტივი გასავლელი გზა, იყო ბევრი გამოწვევა და სირთულეები,” – იხსენებს მაგდა, თუმცა სწორედ ამ გამოწვევებმა მისცა მას ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც დღეს წარმატებით უზიარებს თავის მოსწავლეებს. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა – მშობლებისა და მეუღლის რწმენამ მის მიმართ გადამწყვეტი როლი ითამაშა წარმატების მიღწევაში. “ჩემი ოცნებების რეალობად ქცევაში დიდი წვლილი მიუძღვის მშობლებს და მეუღლეს, მათ სჯეროდათ ჩემი, მაძლევდნენ ძალას და რწმენას,” – აღნიშნავს იგი.
ნაზი გორგაძე, სტილისტი და ვიზაჟისტი, 4 წელია რაც ამ სფეროში მოღვაწეობს. მისი პროფესიული კრედო მუდმივი განვითარებაა: “ყოველი ახალი დღე სიახლის და მუდმივი სწავლის ძიებაში ვარ,” – ამბობს ნაზი. მისი აზრით, წარმატების მთავარი საიდუმლო საკუთარ თავზე მუშაობა და სიახლეების მიმართ ღიაობაა. “არასდროს ვუშინდები სიახლეებს და გამოწვევებს, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა მაძლევს მოტივაციას და ძალას, რომ არ გავჩერდე და მივაღწიო იმ დასახულ მიზნებს, რაც მაქვს,” – აღნიშნავს იგი.
ორივე პროფესიონალს აერთიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება თავიანთი საქმის მიმართ. მაგდასთვის პროფესიის სიყვარული ენერგიის წყაროა: “ჩემი პროფესიის სიყვარული არასდროს მღლის, ის მავსებს ენერგიით, ყოველი კმაყოფილი მომხმარებელი არის წარმატების საწინდარი.” ნაზიც თავის მხრივ ხაზს უსვამს პროფესიისადმი სიყვარულის მნიშვნელობას და დამწყებ ვიზაჟისტებს მოუწოდებს: “ყველა დამწყებ ვიზაჟისტს ვურჩევ, არ შეუშინდეთ წარუმატებლობას… პირველ რიგში გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობის და ყველაფერი გამოვა.”
მაგდა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს განათლების მნიშვნელობაზე და თავის მოსწავლეებს ასწავლის, რომ “არასდროს არის სწავლა გვიან და მუდმივად უნდა იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე.” მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, მას კვლავ აქვს ახალი მიზნები: “ის რასაც დღეს მივაღწიე არ მაძლევს გაჩერების საშუალებას, მაქვს ბევრი ოცნება და ჩანაფიქრი, რომელსაც უფლის ნებით მალე ამისრულდება.”
წარმატების მისაღწევად აუცილებელია არა მხოლოდ პროფესიული უნარ-ჩვევები, არამედ მტკიცე ხასიათი, მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ და უპირველეს ყოვლისა – საქმის სიყვარული. მათი ისტორიები შთაგონების წყაროა ყველასთვის, ვინც სილამაზის ინდუსტრიაში საკუთარი გზის გაკვალვას ცდილობს.