ნოემბერი 22, 2024 02:04

ნომინაციაში “მოტივაცია და წარმატება ესთეტიკის სფეროში – 2024” წარდგენილია ხატია ოჩიაური

ხატია ოჩიაური არის ფრჩხილების სპეციალისტი და სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, რომელსაც აქვს საკუთარი სალონი და სასწავლო აკადემია. მისი წარმატების ისტორია საოცარია და მისაბაძია ყველა ქალისთვის.

ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, ხატიამ გადაწყვიტა პროფესიას დაუფლებოდა და დაიწყო სწავლა. მინიმალური ცოდნით, მან საძინებელ ოთახში დადგა პატარა მაგიდა და დაიწყო მუშაობა. პირველი სამი თვე არ ჰყავდა მომხმარებლები პანდემიის გამო, მაგრამ შემდეგ დაიწყო აქტიურობა სოციალურ ქსელებში, რამაც საგრძნობლად გაზარდა მომხმარებლების რაოდენობა – თვეში 200-240 გოგოს იღებდა.

ხატია არ შეჩერებულა დ 6 თვეში უკვე იქირავა დიდი ფართი და გახსნა სალონი, სადაც კიდევ უფრო გაიზარდა მოსწავლეებისა და მომხმარებლების რაოდენობა. იგი გაემგზავრა რუსეთში და მიიღო ოფიციალური პროფესიონალის წოდება.

ხატია აღნიშნავს, რომ მისმა მიზანდასახულობამ და შრომისმოყვარეობამ, როგორც ქალისათვის, რომელსაც არავინ არაფერს არ უძღვნიდა, შემოსავალი იმაზე მეტად გაუზარდა, ვიდრე წარმოიდგენდა. იგი დიდ მიღწევად თვლის თავის წოდებასა და იმ ცოდნას, რომელიც სამ წელიწადში დააგროვა და რომელშიც დიდი ფინანსები ჩადო. ხატია ასწავლის როგორც გამოცდილ, ასევე გამოუცდელ სპეციალისტებს და სწრაფად დგამს განვითარების ნაბიჯებ.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში ხშირად აწყდებოდა ბულინგსა და ლანძღვას, ხატია ნელ-ნელა მოდუნდა და შეეჩვია უცხო ხალხზე ნერვიულობის შეშვებას.

იგი აცნობიერებს, რომ ქალი საზოგადოებაში სამწუხაროდ ყოველთვის დაჩაგრული და განვითარებისგან მოწყვეტილი იყო, და მენტალურად მხოლოდ შვილებისა და ქმრის მიზანი ჰქონდა. თუმცა ახლა ნელ-ნელა ქალები წინ მიდიან და თავიანთ გამჭრიახ აზროვნებას სასარგებლოდ იყენებენ. ხატია თვლის, რომ ქალის როლი ქართულ საზოგადოებაში იმდენად დიდია, რომ ისინი წარმოადგენენ მთავარ ძალას. მისი სურვილია, რომ ყველა ქალი იყოს ბედნიერი, წარმატებული და უყვარდეს საკუთარი თავი.

ხატია ამბობს, რომ შენი შრომით შექმნილს სხვა ფასი აქვს. იგი თავად უყურებს ხოლმე საკუთარ ბიზნესს და ფიქრობს, რამდენად კარგია, რომ ყველაფერი მარტომ გააკეთა. დაუზოგავი შრომა და ბალანსი ყველაფერში ყოველთვის წარმატების გზაზე დაგაყენებს.

ხატია ქალებს ურჩევს, არავის არ მოუსმინონ, აკეთონ საყვარელი საქმე და ჩადონ რესურსი იმაში, რასაც ხელს მოკიდებენ. თავდაჯერებულობა და კომპლექსების მოხსნა, რასაც საზოგადოება უყალიბებს, ყველაზე მეტად გვჭირდება.

კომენტარის დატოვება