ნოემბერი 22, 2024 21:54

ნომინაციაში “ინოვატორი, ფსიქოლოგ-პარაფსიქოლოგი 2024” წარდგენილია მარიკა პაიჭაძე

მე ვარ მარიშკა პაიჭაძე,  დავამთავრე პედაგოგიური უნივერსიტეტი, ფილოლოგიისა და ფსიქოლოგიის განხრით. ასევე ვარ ფრანგული ენის სპეციალისტი, ვიზაჟისტი და კოსმეტოლოგი.

18 წლის უკან კასპში გავხსენი სილამაზის სალონი „მარიშკა“, რომელიც დღემდე წარმატებით  ფუნქციონირებს და 72 სოფელს ემსახურება, ასევე გვაქვს ფილიალი თბილისშიც.

დავაარსე არასამთავრებო ორგანიზაცია „ჯანსაღი საზოგადოება“,  სადაც ვასწავლი პრობაციონერ ქალებს,  შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს და ვეხმარები დასაქმებაში.

პარალელურად კასპის კოლეჯში ვიზაჟის პროგრამის ხელმძღვანელიც ვარ.

ვსაქმიანობ რამდენიმე სფეროში,  დავუბრუნდი ჩემს ფსიქოლოგიის პროფესიასაც და ვარ ფსიქოლოგ-პარაფსიქოლოგი.  ვმკურნალობ პაციენტებს, რომელთაც  აქვთ  პრობლემა ფსიქოლოგიურად და მიდრეკილები არიან სუიციდისკენ.

მე ვარ ბიდისი აკადემიის კურსდამთავრებული, პიარის სპეციალისტი და აქტიურად ვიყენებ ამ  პროფესიას ჩემს  საქმიანობებში, მადლობა ამისთვის ბიდისი აკადემიას.

არ მაქვს ამბიცია, რომ ვარ ძალიან ჭკვიანი, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანები და სულ ვცდილობ ვაკეთო სიკეთე.

 

კომენტარის დატოვება