ნოემბერი 24, 2024 15:57

 ნომინაციაზე  „ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის -2022“ წარმოგიდგენთ თამარ ქურდევანიძეს

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“  ნომინაციაზე

„ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის -2022“

წარმოგიდგენთ  ბრწყინვალების ორდენის მფლობელს, ქ.გორის ქართულ-ხალხური ცეკვების სკოლა-სტუდია “იმედის” მენეჯერს, ქალბატონ

თამარ ქურდევანიძეს.

ქალბატონი თამარი გახლავთ საქართველოს პროფკავშირულ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირთან არსებული შიდა ქართლის ქართულ-ხალხური ცეკვების სკოლა-სტუდია “იმედის” მენეჯერი.

ასევე საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენის მფლობელი, 2021 წელს მიიღო საუკეთესო მენეჯერის წოდება საქართველოს შემოქმედთა კავშირის მიერ, ასოციაცია საქართველოს ქალბატონებისგან კი მიენიჭა საპატიო წოდება “საქართველოს ქალბატონი თამარ ქურდევანიძე”.

ქალბატონი თამარი განათლებით დაწყებითი კლასების პედაგოგია თუმცა ვინაიდან მოწოდებით  ორგანიზატორია და ფლობს მენეჯერულ თვისებებს, გადაწყვიტა, რომ მეუღლის განსაკუთრებული ნიჭისთვის და პროფესიისთვის ხელი შეეწყო და სათავეში ჩაუდგა ქართულ-ხალხურ ცეკვა სტუდიას.

  • უკვე 22 წელია რაც ამ საქმიანობას წარმატებით ვეწევით. თავდაუზოგავი შრომის ფასად მივაღწიეთ იმას, რომ სკოლა-სტუდიას აქვს უკვე საკუთარი, ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი დარბაზი, სასცენო კოსტიუმების მრავალფეროვანი და ძვირფასი გარდერობი, რაც ყველა ქორეოგრაფის ოცნებაა. ყოველ წელიწადს ჯგუფები დამყავს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ საერთაშორისო ფესტივალებზე, საიდანაც ყოველთვის წარმატებით ვბრუნდებით. მუდმივად ვცდილობ განვითარებას, სიახლის შექმნასა და შემოტანას სტუდიაში, რაც მოდუნების საშუალებას არ მაძლევს და მიბიძგებს განვითარებისკენ.

ამბობს, რომ მისი პროფესია ქალისთვის რთულიარ არის , პირიქით ეს ხელსაც უწყობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საკუთარი საქმის  სირთულე მხოლოდ ისაა, რომ ნაკლები დრო რჩება ოჯახისთვის.

  • ქალის როლი საზოგადოებაში ნამდვილად მნიშვნელოვანია, საუკუნეების განმავლობაში ქალები იბრძოდნენ, რომ ტრადიციულ აღქმულ იმიჯთან საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ქალის სახე შეერწყათ, ვფიქრობ რომ დღეს ქალებმა ეს შეძლეს და ძლიერი ქალები მართავენ სხვადასხვა სფეროს , საკმაოდ წარმატებით.

 

  • ქალებს ვურჩევდი, რომ დასახული მიზნიდან არ გადაუხვიონ მიუხედავად წინაადეგობისა და გადალხონ ყველა დაბრკოლება, რომ ჩამოყალიბდნენ ძლიერ, დამოუკიდებელ პიროვნებებად, ვინაიდან როდესაც ხარ ძლიერი, დამოუკიდებელი და პროფესიულად განვითარებული, შენი ცხოვრების თანაგზავრი, ოჯახის წევრები და საზოგადოება უფრო მეტად გაფასებს.

https://www.facebook.com/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98-959278130866347/photos/?ref=page_internal

კომენტარის დატოვება