ნომინაციაზე „საუკეთესო ფლორისტ-დეკორატორი სამეგრელოში -2023“ წარდგენილია ქალბატონი მაკა ჯაბუა
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „საუკეთესო ფლორისტ-დეკორატორი სამეგრელოში -2023“ წარმოგიდგენთ პროფესიით ფლორისტ-დიზაინერსა და ივენთ-დეკორატორს, ზუგდიდში მდებარე ყვავილების სალონის „MJ FASHION”-ის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ქალბატონ მაკა ჯაბუას.
უკვე ორი წელია მის მიერ დაარსებული ყვავილების მაღაზია წარმატებით პოზიციონირებს და უამრავი ერთგული მომხმარებელიც შეიძინა.
გარდა ყვავილებისა „MJ FASHION” მომხმარებელს სთავაზობს აქსესუარებს და სუვენირებსაც. მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისიც და შეკვეთის გაფორმება ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი. უკვე ჰყავს კიდეც უამრავი მომხმარებელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
ქალბატონი მაკა მუდმივად ცდილობს სიახლე შეიტანოს საკუთარ სალონში, მუდმივად მუშაობს ახალ დიზაინებზე და ზრუნავს, რომ მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს.
“M.J FASHION” არის ყვავილების სამყარო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თითოეული მომხმარებლის დღის დღესასწაულად ქცევაში. ჩვენ შეგვიძლია მათი ყველა კრეატიული იდეის რეალობად ქცევა, ვთავაზობთ ულამაზეს, მთელი გულითა და დიდი პროფესიონალიზმით შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც ნამდვილად დაამშვენებს ნებისმიერ მათთვის მნიშვნელოვან დღეებს, იქნება ეს ქორწილები, დაბადების დღეები, მშობლებისთვის უმნიშვნელოვანესი სქესის გაგების ცერემონიალი თუ ნებისმიერი სხვა.“ – გვიყვება ქალბატონი მაკა.
მიაჩნია, რომ ქალს მაინც სხვაგვარად ესმის ყვავილების ენა, ამიტომ საკუთარი სქესი საქმიანობაში განსაკუთრებით ეხმარება, თუმცა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ პროფესიაში წარმატების მიღწევა და მთავარი მხოლოდ მონდომებაა.
- სიტყვა ქალი ჩემთან სწორედ სიძლიერესთან ასოცირდება, სწორედ ჩვენი შეუზღუდავი შესაძლებლობების წყალობით ვაღწევთ წარმატებებს.
ამბობს, რომ საოცნებო პროფესიის დაუფლება და სწორედ ამ სფეროში წარმატებული პოზიციონირებაა მისი მთავარი მიღწევა:
- ჩემი მიზანი იყო დამეძლია შიში და ამესრულებინა ბავშვობის ოცნება. მე დღეს დიზაინერი მქვია და სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მიღწევა.
მიაჩნია, რომ ქალის როლზე საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი კუთხით შეგვიძლია ვისაუბროთ და ამის მაგალითები მრავლად გვდება რეალურ ცხოვრებაში, რადგან ქალებები ყველა სფეროში, ყველა ასპარეზზე ამბობენ თავიანთ სათქმელს და ავლენენ საკუთარ უსაზღვრო შესაძლებლობებს.
ქალბატონი მაკა ქალებს, რომლებიც როგორც თავის დროზე თვითონ, ახლა იწყებენ საკუთარ საქმეს, მიმართავს:
- მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი საქმიანობის საწყისი ეტაპი რთულია, შესაძლოა შეგვაშინოს კიდეც, მაგრამ წარმატებისკენ მიმავალი კიბის საფეხურები თქვენი მუდვივი შრომისა და განვითარების პარალელურად მცირდება და ასასვლელად მარტივი ხდება. ასე რომ, დაისახეთ მიზანი და არ დანებდეთ!