იანვარი 22, 2025 09:07

მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროექტი

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებულ ორ მსჯავრდებულს ბიდისი აკადემია სრულიად უსასყიდლოდ ასწავლის რამდენიმე კურსს, რომელიც მათ აძლევთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში, როგორც სრულფასოვანმა წევრებმა. ამასთანავე, უშუალოდ პენიტენციური დაწესებულების ქალთა და არასრულწლოვანთა განყოფილებას, ბიდისი აკადემია სთავაზობს  სხვადასხვა კურსს, რის შემდეგაც მათ გადაეცემათ შესაბამისი კურსის სერტიფიკატი.

სწორედ მსგავს საქველმოქმედო აქტივობას ეხებობდა 9 ოქტომბერს  “ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემიის მიერ ” პატიმარი ქალების მიერ შექმნილი ტანისამოსის გამოფენა-დეფილე გამართა.

საქველმოქმედო ღონისძიება სასტუმრო “ვინდჰემგრანდ თბილისში” გაიმართა.

ქალმა პატიმრებმა პირადად წარადგინეს საკუთარი შექმნილი ტანისამოსი. აღნიშნული ღონისძიებისთვის  სამუშაო მასალები ორგანიზაციამ უზრუნველყო.

ეს და მსგავსი ინიციატივები საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისისაგან მიზნად ისახავს ქალი პატიმრების რესოციალიზაციის ხელშეწყობას და მათი ნიჭის წარმოჩენას საზოგადოებისთვის. ვინაიდან თითოეული მნიშვნელოვანი ნაბიჯი პატიმართა საზოგადოებაში რეინტეგრაციის გზაზე,  ხელს უწყობს მათ მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების გაუმჯობესებას.

გარდა ჩვენებისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სტენდები, სადაც გაიყიდა პატიმრების მიერ შექმნილი აქსესუარები და ტანისამოსი. შემოსული თანხა მოხმარდა თითოეულ მსჯავრდებულს. აქტივობას ესწრებოდა როგორც სამთავრობო დელეგაცია, ასევე კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები.

 

კომენტარის დატოვება