დეკემბერი 17, 2025 03:45

მმსჯავრდებულებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების კურსი წარმატებით დაასრულეს და საერთაშორისო სერტიფიკატები მიიღეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ლიდერ ქალთა საზოგადოების, კოლეჯ საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია CTA-ის ერთობლივი ორგანიზებით, №16 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დასრულდა.

ოთხი თვის განმავლობაში მმსჯავრდებულებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსი გაიარეს. საგანმანათლებლო პროცესს განსაკუთრებული მიდგომა ახასიათებდა – მსჯავრდებულებს ასწავლიდა თავად აკადემიის კურსდამთავრებული მმსჯავრდებული, რაც ამ პროექტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

სწავლების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საერთაშორისო დონის სერტიფიკატები გადაეცათ, რომლებიც განთავისუფლების შემდეგ მათ დასაქმებაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს გახსნის.

ამ პროექტის უკან დგას სამი ორგანიზაციის – ლიდერ ქალთა საზოგადოების, ომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია CTA-ს და კოლეჯ ბიდისის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ერთგული მხარდაჭერა. სამივე ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნათია შათირიშვილი, გახლავთ ამ და მსგავსი პროექტების იდეის ავტორი და შემსრულებელი. სწორედ მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ინტენსიურად მიმდინარეობს რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მმსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით გააგრძელებს პროფესიული განათლების განვითარებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. ასეთი ინიციატივები არა მხოლოდ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ანიჭებს მსჯავრდებულებს, არამედ აძლევს მათ რეალურ შანსს, დაიწყონ ცხოვრების ახალი, სრულფასოვანი თავი.

 

კომენტარის დატოვება