მარტი 4, 2026 23:05

ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის – “Business Women Magazine”-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია

ლიდერ ქალთა საზოგადოებამ წარმატებით გამართა ჟურნალის – Business Women Magazine-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია. ღონისძიებამ გააერთიანა საზოგადოების წევრები, წარმატებული ქალბატონები და მოწვეული სტუმრები ერთ სივრცეში, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ქალთა ძალა, პროფესიონალიზმი და ერთიანობის მნიშვნელობა.

საღამო განსაკუთრებული ემოციებითა და შთაგონებით იყო სავსე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ჟურნალის ახალი ნომრის ექსკლუზიური წარდგენა, სადაც დამსწრეებმა მოისმინეს წარმატებული ქალი ლიდერების რეალური ისტორიები, გამოცდილება და პროფესიული გზის მნიშვნელოვანი ეტაპები. თითოეული ისტორია იქცა მოტივაციისა და გაძლიერების წყაროდ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სივრცის შექმნას, სადაც ქალებს შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება, გამოცდილების გაზიარება და ძლიერი პროფესიული ქსელის ჩამოყალიბება. საღამოს არაფორმალურმა, თბილმა ატმოსფერომ ხელი შეუწყო ახალი პარტნიორობებისა და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.

დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეძინათ როგორც ახალი ნომერი, ასევე ჟურნალის წინა ტირაჟების განახლებული გამოცემები და შეზღუდული სერიის ეგზემპლარები. ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა პანორამული ხედები თბილისის ზღვაზე და მრავალფეროვანი ფოტოზონები, სადაც სტუმრებმა დაუვიწყარი მომენტები აღბეჭდეს.

ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წარმატება არ იცნობს გენდერულ საზღვრებს, ხოლო ძლიერი ქალები ქმნიან ძლიერ საზოგადოებას.

ლიდერ ქალთა საზოგადოება მადლობას უხდის თითოეულ სტუმარს, სპიკერსა და პარტნიორს მხარდაჭერისა და ნდობისთვის და აგრძელებს მისიას – გააძლიეროს, გააერთიანოს და შთააგონოს ქალები ახალი გამარჯვებებისკენ. ✨

კომენტარის დატოვება