მაისი 19, 2025 20:45

ლიდერ ქალთა საზოგადოების რიგით მე-6 ჟურნალის პრეზენტაცია და კომპანია “Event Planner”

17 მაისს, სასტუმრო „მარგოთის“ ულამაზეს ტერასაზე, ლიდერ ქალთა საზოგადოებამ უმასპინძლა რიგით მე-6 ჟურნალის პრეზენტაციას. ღონისძიება გამორჩეული ატმოსფეროთი, შთამბეჭდავი ხედებითა და გულთბილი ვახშმით გამორჩეულად ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის.
ტერასის ელეგანტურ სივრცეს კიდევ უფრო ამშვენებდა ღონისძიების დიზაინი და გაფორმება, რომელიც პროფესიონალურად განახორციელა კომპანია “Event Planner”-მა. საფოტოსესიო და საპრეზენტაციო ზონები, ვახშმის მაგიდების არაჩვეულებრივი გაფორმება, წითელისა და თეთრის ფერებში გადაწყვეტილი კომპოზიციები — ყოველივე ეს ერთობლივად ქმნიდა დახვეწილ და შთამაგონებელ გარემოს, რომელმაც დაუვიწყარი კვალი დატოვა თითოეულ სტუმარზე.
ლიდერ ქალთა საზოგადოება მადლობას უხდის კომპანია “Event Planner”-ს ღონისძიების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

კომენტარის დატოვება