ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი სალონური შეხვედრა
👩💼✨ გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი სალონური შეხვედრა სახელწოდებით “ლიდერ ქალთა გამოცდილება და გზა”!
✨ შეხვედრაზე ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის “Business Women Magazine”-ის ყდაზე წარმოდგენილი წარმატებული ქალბატონები გაგვიზიარებენ თავიანთ ისტორიებს, გამოცდილებასა და რჩევებს ბიზნესში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ მათ, ვინც ცვლილებებს ქმნიან ქართულ ბიზნეს სივრცეში!
🗣️ შეხვედრის ფორმატი გახლავთ არაფორმალური სალონური საუბარი – გულწრფელი დიალოგი სხვადასხვა სექტორის წარმატებულ ქალბატონებთან, რომლებიც ისაუბრებენ გამოწვევებზე, დაბრკოლებებზე და მათი გადალახვის გზებზე.
📊 ღონისძიების პროგრამა:
• ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის შესახებ პრეზენტაცია
• ჟურნალის ყდაზე წარმოდგენილი ქალბატონების გამოსვლები
• საერთაშორისო დონეზე წარმატებული ქართველი ქალბატონების ვიდეო მიმართვები
• ნეთვორქინგის შესაძლებლობა და ჟურნალის ნებისმიერი გამოცემის შეძენა
• ჟურნალის გამოცემის შესახებ დეტალური ინფორმაცია
📍 დაინტერესებულ პირებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ჟურნალის წარმოების, გავრცელებისა, თუ ჩართულობის შესახებ!
📅 თარიღი: 2025 წლის 12 აპრილი
🕐 დრო: 13:00
📍 ადგილი: ბიდისი აკადემია – დავით აღმაშენებლის #189
⚠️ გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით.
🗣️ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/NQ3eEcJ63RB5ugEe9
👩💼✨ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას! 👩💼✨