აპრილი 2, 2025 23:28

ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემიის მრავალწლიანი თანამშრომლობა

გენდერული თანასწორობისა და ქალთა ლიდერობის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქართულ ბიზნეს სივრცეში, რაც გამოიხატება ”ბიდისი აკადემიისა ” და ”ლიდერ ქალთა საზოგადოების” ურთიერთთანამშრორმლობითა და პარტნიორობით. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქალთა მეწარმეობისა და ლიდერობის განვითარებას, ასევე გენდერული ბარიერების დაძლევას ბიზნეს გარემოში.

”ბიდისი აკადემია’’, როგორც ”ლიდერ ქალთა საზოგადოების” მთავარი მხარდამჭერი, წლებია იღებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ემსახურება ქალთა განათლებისა და პროფესიული ზრდის მხარდაჭერას. პარტნიორობის ფარგლებში, ”ბიდისი აკადემია” უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსებს, მენტორობის პროგრამებსა და სხვა განვითარებაზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს, რომლებიც მიმართულია ყველა საინტერესო თემაზე, რაც უშუალოდ ქალბატონებისათვისა და ბიზნეს სფეროსთვის მნიშვნელოვანია.

”ლიდერ ქალთა საზოგადოება” გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც წლებია აქტიურად მუშაობას ქალთა როლის გაზრდაზე როგორც ბიზნესში, ასევე სხვა პროფესიულ სფეროებში, ახლა კი “ბიდისი აკადემია”, აქტიურად ჩაერთვება ამ პროექტების რეალიზებასა და უფრო მეტი შანსის მიცემაში, რომელიც ძირითადად გამოხატული იქნება შემეცნებითი, საგანმანათლებლო და აკადემიური სახის პროექტებით.

ამ პარტნიორობას უძღვება ქალბატონი ნათია შათირიშვილი, რომელმაც დააარსა ორივე ორგანიზაცია და ღირსეულად უდგას სათავეში მათ. მისი ხედვა და ლიდერული თვისებები გახდა მთავარი ინიციატივა, რომელმაც ამ თანამშრომლობის ჩამოყალიბებას გზა გაუხსნა. ნათია შათირიშვილის ძალისხმევა და შრომისმოყვარეობა ქმნის ამ კოლაბორაციის წარმატების საფუძველს.

პარტნიორობის ფარგლებში უკვე დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, ტრენინგი და სხვა პროგრამები, რომლებიც დაეხმარება ქალბატონებს განვითარებაში, ისინი აღიჭურვებიან საჭირო ცოდნით და შესაძლებლობებით. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია ლიდერობის უნარების გაძლიერება, მენტორობის პროგრამები, ვორქშოფები და ნეთვორქინგის პლატფორმები.

ნათია შათირიშვილი და მისი გუნდი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქართულ ბიზნეს გარემოს განვითარებაში, ასევე გენდერული თანასწორობის მიღწევაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს სივრცის უფრო ინკლუზიურ და კონკურენტუნარიან გახდომას.

 

კომენტარის დატოვება