ლიდერ ქალთა საზოგადოების და ბიდისი აკადემიის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიება კახეთში, ქალაქ თელავში
კახეთში, ქალაქ თელავში, 15 თებერვალს “ლიდერ ქალთა საზოგადოებამ” და “საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისიმ” ერთობლივი ძალისხმევით გამორჩეული საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 40მდე ბავში როგორც სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, ასევე შეზღუდული შესაძლებობის მქონენი. პროექტს უმასპინძლა გასართობმა ცენტრებმა “ეკოლენდი” და “ეკოქიდსი.
დღის პროგრამა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს შემოქმედებითი, მუსიკალური ნომრებითა და ინტერაქტიული თამაშებით გაჯერებულ აქტივობებში,რაც კიდევ უფრო სახალისოს ხდიდა ღონისძიებას. ამავდროულად – ბავშვებს მრავალფეროვანი და გემრიელი სადილითაც გაუმასპინძლდნენ.
“ლიდერ ქალთა საზოგადოება” და “საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი” აგრძელებენ მუშაობას ახალ პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუდების მხარდაჭერას და მათი განვითარებისთვის თანაბარი პირობების შექმნას.
ამავდროულად, ორგანიზაცია მადლობას უხდის მხარდამჭერებს გვერდში დგომისთვის და აქტივობის წარმატებით ჩატარებისთვის.