თებერვალი 19, 2025 23:42

“ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისის” ორგანიზებით გაიმართა მორიგი საინტერესო ლექცია-სემინარი

8 თებერვალს, ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემის ორგანიზებით ჩაატარდა ლექცია სემინარი თემაზე „ კომუნიკაციების ხელოვნება“, რომელსაც  უძღვებოდა მარიკა ხალიანი,  იგი  გახლავთ PCC აღმასრულებელი ქოუჩი, ტრენერი, მენტორი. პიროვნული რა ორგანიზაციული განვითარების ტრანსფოტმაციული ქოუჩი. ICF ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი. “ქოუჩინგ აპ უნივერსიტეტის” დირექტორი. ბიზნეს ლიდერი და მენეჯერი 20 წლიანი გამოცდილებით.

კომუნიკაციის ხელოვნების ლექციასემინარის მთავარი მიზანი იყო მსმენელებს გამოუმუშაოს ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებში. სემინარის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ძირითად პრინციპებს, აქტიური მოსმენის ტექნიკებს, ემოციური ინტელექტის როლს ეფექტურ კომუნიკაციაში და კონფლიქტური სიტუაციების მართვის სტრატეგიებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრეზენტაციის უნარების განვითარებას და საჯარო გამოსვლების ტექნიკას, რაც მონაწილეებს დაეხმარება გახდნენ უფრო თავდაჯერებული და დამაჯერებელი კომუნიკატორები.

ლექციასემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი, რომელმაც დაადასტურა მათი მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ღონისძიებაში. ჩვენი ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი ლიდერებისთვის, რადგან გვჯერა მათი უდიდესი პოტენციალისა და მზად ვართ უზრუნველვყოთ ისინი ყველა საჭირო ინსტრუმენტით, რაც მათ დაეხმარება როგორც პროფესიული როლების გაძლიერებაში, ასევე პირადი კეთილდღეობის შენარჩუნებაში.

ლიდერ ქალთა საზოგადოება არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას სხვადასხვა ინდუსტრიაში ლიდერის როლებში. საზოგადოება თავისი მისიის ფარგლებში – ხელი შეუწყოს ლიდერობასა და პიროვნულ ზრდას – ატარებს მრავალფეროვან ღონისძიებებს, სემინარებსა და ვორქშოფებს, რომლებიც მიმართულია ქალ ლიდერებში ხელმძღვანელობის უნარებისა და გამძლეობის განვითარებისკენ.

 

კომენტარის დატოვება