ნოემბერი 23, 2024 12:18

ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მსჯავრდებულ ქალთა დეფილე

9 ოქტომბერს  “ლიდერ ქალთა საზოგადოებამ” პატიმარი ქალების მიერ შექმნილი ტანისამოსის გამოფენა-დეფილე გამართა.

საქველმოქმედო ღონისძიება სასტუმრო “ვინდჰემგრანდ თბილისში” გაიმართა.

ქალმა პატიმრებმა პირადად წარადგინეს საკუთარი შექმნილი ტანისამოსი. აღნიშნული ღონისძიებისთვის  სამუშაო მასალები ორგანიზაციამ უზრუნველყო.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქალი პატიმრების რესოციალიზაციის ხელშეწყობას და მათი ნიჭის წარმოჩენას საზოგადოებისთვის.  მსგავსი ხასიათის ღონისძიება უპრეცედენტოა,  ვინაიდან ისინი გარკვეული პერიოდის მანძილზე დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას და მაყურებლის წინაშე წარსდგებიან თავიანთი ნამუშევარი სამოსით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პატიმართა საზოგადოებაში რეინტეგრაციის გზაზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების გაუმჯობესებას.

გარდა ჩვენებისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სტენდები, სადაც გაიყიდა პატიმრების მიერ შექმნილი აქსესუარები და ტანისამოსი. შემოსული თანხა მოხმარდა თითოეულ მსჯავრდებულს. აქტივობას ესწრებოდა როგორც სამთავრობო დელეგაცია, ასევე კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები.

“ლიდერ ქალთა საზოგადოებას” ჰყავდა მხარდამჭერები,რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საღამოს იდეალურად წარმართვაში, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის მუდმივი, “ოქროს სპონსორი” გახლავთ განათლების აკადემია “ბიდისი.

“ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან” თანამშრომლობნდნენ, სპეციალურ პენიტენციური სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

აღნიშნული პროექტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ  მსჯავრდებულ ქალბატონებს შესაძლებლობა ეძლევათ  საზოგადოებას აჩვენონ, რომ მათ აქვთ ნიჭი და უნარები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული პოზიტიური მიზნებისთვის.

ღონისძიების დასასრულს, სრულიად მოულოდნელად, “ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე პირდაპირ სცენიდან გათავისუფლდა ერთ-ერთი მსჯავრდებული,რითაც ისედაც პოზიტიური და ლამაზი საღამო, კიდევ უფრო დადებითი ემოციებით დასრულდა.

კომენტარის დატოვება