ნოემბერი 21, 2024 21:19

ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და ბიდისი აკადემიის მიერ ორგანიზებული საგანმანანთლებლო სემინარი საბერძნეთში, თესალონიკში

ლიდერ ქალთა საზოგადოება, რომელიც მუდმივად ზრუნავს ქალთა როლის გაძლიერებაზე, ამჯერად საბერძნეთში იყო მიწვეული მნიშვნელოვან, ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მისწრაფებას, მისცეს ქალებს შესაძლებლობა, წარმოაჩინონ საკუთარი თავი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც.

ლიდერ ქალთა საზოგადოება ყოველთვის ცდილობს, შექმნას პლატფორმა, სადაც ქალები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას. კონკრეტული ვიზიტი , რომელიც 26 ივლისს საბერძნეთში გაიმართა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს ორგანიზაცია ქართველი ქალების საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას. ასეთი ინიციატივები აძლიერებს ქალებს, აფართოებს მათ ჰორიზონტებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს პროფესიული განვითარებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა დარგისა და სფეროს წარმომადგენელი ქალები, რაც ხაზს უსვამს ღონისძიების მრავალფეროვნებას. მთავარი მომხსენებელი გახლდათ ბერძენი სპეციალისტი, გიორგი გონიადისი, TIF – HELEXPO საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.

ლექცია სემინარის პროცესში მან წარმოადგინა პრეზენტაცია თანამედროვე სამუშაო გარემოს გამოწვევებზე, განსაკუთრებით კი სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსზე. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იცვლება დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის მოქნილობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა. პრეზენტაციაში ასევე განხილული იყო ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ხელს უწყობს დაბალანსებული ცხოვრების წესს და, შესაბამისად, ზრდის თანამშრომელთა კმაყოფილებას, პროდუქტიულობასა და ლოიალობას.

ვიზიტის განმავლობაში ჩვენს ქალბატონებს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ შანსი, როგორც ეს ჩვენს ყოველ აქტივობაზე ხდება, საკუთარი თავი და საქმიანობა გაეცნოთ დამსწრე საზოგადოებისთვის.

ვიზიტის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი, ქართულ-ბერძნული სერტიფიკატი.

მოცემული  ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ლიდერ ქალთა საზოგადოების მნიშვნელოვან როლს ქალთა გაძლიერებასა და მათი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში. ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას, რათა შექმნას მეტი შესაძლებლობა ქალებისთვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

კომენტარის დატოვება