ნოემბერი 21, 2024 13:25

ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორია G Wedding Company – რომლის დამფუძნებელი გახლავთ ორგანიზატორ-დიზაინერი გვანცა კობალაძე და მისი მეუღლე მომღერალი თამაზ ტერუნაშვილი

 

 

G Wedding Company – 2018 წლიდან მომხმარებლებს აქტიურად ემსახურება კომპანიის ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მათი გუნდი მეტად პროფესიონალიზმით, პოზიტიური ენერგიით და მოწონებით სარგებლობს. ყველაზე მეტად ხალხი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან საქმეში ჩართულები და იმ სიყვარულს გასცემენ რაც მათ აერთიანებთ.

G Wedding Company – ს ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ ტერუნაშვილი

მათ მომსახურებაში შედის : ფოტო და ვიდეო მომსახურება, დრონით გადაღება, დიზაინის სრული კომპლექტაცია, სადედოფლო კაბა, მუსიკალური ბენდი, სადღესასწაულო ეფექტები, მანქანის გაქირავება, მოცეკვავეები და სადღესასწაულო ტორტი.

გვანცა კობალაძე ამბობს, რომ მისი საქმიანობა ქალისთვის, საინტერესოსთან ერთად ერთგვარად აზარტულიცაა, რადგან დამღლელი და შემოქმედებითი საქმის პარალელურად ხარ დედაც და მეუღლეც.

 

 

გვანცა კობალაძე

გვანცა კობალაძე

– ეს არის საქმე,რომელიც მაღალი თვითშეფასების კონდენციაში მამყოფებს მუდამ. ღონისძიების დაგეგმვა, ვიზუალური მხარე, კმაყოფილება – ის ძირითადი გამოწვევებია, რომელსაც ყოველდღიურად ვეხები.

-საქმე ძირითადად ითხოვს,სწორად დალაგებას, დახარისხებას,მართვასა და დანაწილებას: გუნდის წევრების, პოზიციების,დროის…და რაც ყველაზე მთავარია, ითხოვს დიდ ფანტაზიასაც, რათა კარგად წარმოაჩინო ივენთის შემკვეთი ინდივიდისა თუ კომპანიის ხასიათი, გადმოსცე დღესასწაულის განწყობა ქარიზმატულად, მართო ფორსმაჟორი… ამ ყოველივეში ცხადია, სრული ჩართულობაა საჭირო და საქმიანი ქალისთვის ეს ერთგვარი აზარტია, რომ დედობისა და მეუღლეობის პარალელურად კარგად აკეთო შენი საქმე ანუ ორმაგ მისიას თავი წარმატებით გაართვა.

 

-ჩვენი გუნდი მეტად პროფესიონალიზმით, პოზიტიური ენერგიით და მოწონებით სარგებლობს. ვგრძნობთ როგორ ვუყვარდებით ხალხს ერთი შეხვედრის შემდეგ ეს სითბო მათ გულებამდე ღრმად აღწევს და დადებითი ემოციებით ვავსებთ. არაფერია იმაზე უკეთესი როცა შენი შემოქმედებით ნასიამოვნები, სიხარულისგან ანთებული თვალებით გიხდიან მადლობას.

– ჩემი რჩევა იქნება, რომ ყოველთვის გჯეროდეთ, გწამდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების.!

კომენტარის დატოვება