ნოემბერი 24, 2024 08:08

ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია თამო ვაშალომიძის ბრენდი TAMOSKIN

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია წარმატებული ფოტომოდელის თამო ვაშალომიძის მიერ დაარსებული თავის მოვლის საშუალებების ბრენდი
TAMOSKIN
მისი შექმნის იდეა თამოს 2020 წლის დასაწყისში დაებადა, მაშინ, როდესაც მეორედ გახდა დედა.
სხვადასხვა გავრცელებული პრობლემის აღმოფხვრაზე ორიენტირებული პროდუქტების ბრენდი დამფუძნებლის სახელს ატარებს:
• სგავსი ტიპის თავის მოვლის საშუალებებით საქართველო ნამდვილად არ არის განებივრებული, ამიტომ მინდოდა პირველი ქართული კომპანია ამ მიმართულებით ჩემი სახელის მატარებელი ყოფილიყო.- ამბობს თამო.
TAMOSKIN-ი მეორე წელია რაც ბაზარზე გამოჩნდა და უკვე სარგებლობს საკმაოდ დიდი პოპულარულობით, რაც მისი პროდუქციის გამოყენების შედეგად მიღებული გასაოცარი შედეგების დამსახურებაა. ბრენდს გამოარჩევს ხარისხი და მომსახურების მაღალი დონე.
ახლადშექმნილმა კომპანიამ საოცარი ტემპებით შეძლო მომხმარებლების გულის მოგება და ბაზარზე დამკვიდრება. თამო ვაშალომიძეს სოციალურ ქსელებში უამრავი მიმდევარი ჰყავს, რომელთა უმრავლესობამ საკუთარ თავზე გამოსცადა TAMOSKIN-ის გასაოცარი შედეგები და ისინი ხშირად საჯაროდ აზიარებენ ბრენდთან ურთიერთობის საკუთარ პოზიტიურ გამოცდილებასა და აშკარა შედეგებს.
• ყოველთვის მინდოდა შემექმნა ისეთი რამ, რაც ადამიანებს საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის მოძებნაში დაეხმარებოდა. ასე შეიქმნა თამოსკინის თავის მოვლის საშუალებების ხაზი, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ბაზარზეა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში ასევე ევროპასა და ამერიკაში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი TAMOSKIN პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ისეთ საშუალებებს სთავაზობ, რომელსაც ანალოგი თითქმის არ გააჩნია- ეს უკვე არის ერთუ დიდი უპირატესობა. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და ფასი. ბრენდის მთავარი მიდგომაა პროდუქცია იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალ ხარისხს მინიმალურ ფასად.
ფიქრობს, რომ ქალის როლი როგორც ქვეყნის ზოგად განვითარებაში, ასევე კონკრეტულად ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია:
• ვფიქრობ, რომ ქალის როლი ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დღესაც კი ბევრი სკეპტიკურად უყურებს იმ ფაქტს, რომ წარმატებული ბიზნესის უკან ქალი დგას. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში ქალებს ისევ გვიწევს ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა. საბედნიეროდ, უკვე არაერთი სტარტაპ პროგრამა არსებობს, რომელშიც აქტიურად არიან ქალები ჩართულნი და ცდილობენ საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებას.
უკვე წარმატებული ბიზნესის მფლობელი თამო საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქალბატონებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ საქმეს, ურჩევს:
• დამწყებ ქალ ბიზნესმენებს, გირჩევთ რომ არასდროს თქვათ უარი საკუთარ მიზნებზე, არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს და ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის! ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ წარმატებული ბიზნესის უკან ყოველთვის უამრავი დაბრკოლების გადალახვა, დაძლეული შიშები და თავდაუზოგავი შრომა დგას.

კომენტარის დატოვება