მარტი 28, 2026 15:45

ლიდერ ქალთა საზოგადოება სიხარულით გიწვევთ XIV წარდგენის ღონისძიებაზე — „წლის წარმატებული ქალბატონების საღამო 2026“

💫 25 აპრილს გელოდებათ განსაკუთრებული, შთამბეჭდავი და ემოციებით სავსე საღამო, სადაც ერთად აღვნიშნავთ წარმატებული, გამორჩეული და შთამაგონებელი ქალბატონების მიღწევებს, ასევე საზეიმოდ მივესალმებით ჩვენი საზოგადოების ახალ წევრებს.
✨ სტუმრებისთვის მზადდება მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც თითოეული დამსწრისთვის საინტერესო, შთამაგონებელი და დასამახსოვრებელი იქნება. ეს იქნება საღამო, სადაც შეხვდებით ახალ ადამიანებს, დაამყარებთ პროფესიულ კონტაქტებს, მიიღებთ მოტივაციას და შეიქმნით დაუვიწყარ მოგონებებს.
🛍️ საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება გამოფენა-გაყიდვა „ქალი მეწარმეები“, სადაც წარმოდგენილი იქნება წარმატებული მეწარმე ქალბატონების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქცია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ ხელნაკეთი ნივთები, ნატურალური კოსმეტიკა, ორგანული პროდუქტი, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და სხვა საინტერესო შეთავაზებები. თუ გსურთ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება, შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას ბმულზე: https://forms.gle/DzwpAtpe3babdyAq7
📅 ღონისძიების დეტალები:
📍 ლოკაცია: სასტუმრო შერატონი, თელავის ქ. 20
🕔 კარის გახსნა: 17:00
🕕 ღონისძიების დასაწყისი: 18:00
📆 თარიღი: 25 აპრილი (შაბათი)
🏆 ლიდერ ქალთა საზოგადოების წარდგენის ღონისძიება უკვე დამკვიდრდა, როგორც მნიშვნელოვანი სივრცე ქალი ლიდერებისთვის, სადაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა სფეროს წარმატებული წარმომადგენლები, უზიარებენ გამოცდილებას, ამყარებენ ახალ ურთიერთობებს და განიხილავენ თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
📋 ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://forms.gle/Ad9ZdFngmDiFBFXB8
📞 დამატებითი ინფორმაცია: ‪+995 593 237 539‬
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას! 💚

კომენტარის დატოვება