ნომინაციაზე “საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის -2022” წარდგენილია ქალბატონი თამარ ლაზარიაშვილი
„ჭკვიანი ქალი ოჯახის სიძლიერეა, დედაბოძია, შესაბამისად ქვეყნის ძლიერი მხარეა. ჩემი მიზანია,როგორც ქალმა და სამი შვილის დედამ, შევცვალოთ დამოკიდებულება იმის შეახებ,რომ ქალს ლიდერობაც და ოჯახის მართვა თავისუფლად შეუძლია. ქალს შეუძლია მშვიდობის და სოლიდარობის უკეთ გამოვლენა. „
“ლიდერ ქალთა საზოგადოება” ნომინაციაზე “საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის -2022” წარმოგიდგენთ წარმატებულ, ძლიერ, აქტიურ ქალბატონს,
თამარ ლაზარიაშვილს, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კულტურის აღორძინებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლისა და ჩართულობის გაზრდას.
ის სტუდენტობის პერიოდიდანვე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.
იყო ახალგაზრდული გაერთიანება “სიმების”, ასევე თელავის ახალგაზრდული გაერთიანება „ახალი ტალღის“ წევრი.
ქალბატონი თამარი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარ რეგიონში კულტურული ცხოვრება უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გახადოს. ის წლებია ამ განხრით მუშაობს კახეთის რეგიონში.
მისი სამუშაო გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია:








„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ დაინტერესებულია ბევრი წარმატებული, საინტერესო და სოციალურად აქტიური ქალი შემოუერთდეს ჩვენს რიგებს, განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ასეთ ქალბატონებს რეგიონებში აღმოვაჩენთ.