ნოემბერი 26, 2024 20:34

ლიდერ ქალთა საზოგადოებას შემოუერთდა, ქართული სცენისა და ცეკვის ლეგენდა, თეა დარჩია.

15 წლის იყო როცა მამა თენგიზ სუხიშვილს ჩააბარა.. სწორედ ამ ასაკიდან იწყება მისი თავბრუდამხვევი კარიერა, ის სუხიშვილების დიდი ოჯახის ღირსეული სოლისტი გახდა.

უამრავი დიდი სცენა დაიპყრო და იცეკვა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო..

30 წელზე მეტია, რაც ქართულ ცეკვას ემსახურება, . ამ წლების მანძილზე თეა დარჩია შეუდარებელი პრიმაა, რომელსაც თუ ერთხელ ნახავ სცენაზე ვერ დაივიწყებ.

თეა დარჩია დიდ სცენაზე აღარ დგას, მას საკუთარი სტუდია, ცეკვის სახელოსნო “TEDASI” აქვსა,ჰყავს მოსწავლეები .

” მოცეკვავე რომ აღარ ცეკვავდეს ასეთი რამ არ არსებობს, შენ სულ ცეკვავ, კუბოს ფიცრამდე და მერეც..”

კომენტარის დატოვება