ინტერაქციული სემინარი თემაზე: მარკეტინგი, როგორც ლიდერობის სტრატეგია – როგორ ააშენოს ლიდერმა ძლიერი ბრენდი
🎓 „ლიდერ ქალთა საზოგადოება” და საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი” წარმოგიდგენთ ინტერაქციულ სემინარს, თემაზე: „მარკეტინგი, როგორც ლიდერობის სტრატეგია – როგორ ააშენოს ლიდერმა ძლიერი ბრენდი”
💫 ტრენინგი მოიცავს ორ მნიშვნელოვან მიმართულებას:
- მარკეტინგი როგორც ლიდერობის ინსტრუმენტი – როგორ შეიძლება მარკეტინგი გახდეს ლიდერობის სტრატეგიული ნაწილი და არა მხოლოდ სარეკლამო ინსტრუმენტი
- ძლიერი ბრენდის შექმნის საიდუმლოებები – როგორ შექმნათ ძლიერი პირადი ან ორგანიზაციული ბრენდი საკუთარი ღირებულებებით
🌸 ლექცია-სემინარს გაუძღვება ანანო ჩხეიძე, რომელიც არის მარკეტინგის ხელმძღვანელი კომპანია „GLOBALCELL”, B2B marketing lead at BEON (უცხოური კომპანია). იგი ატარებს ლექციებს ნოვატორში, ვებ-ანალიტიკისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. მისი გამოცდილება და ექსპერტიზა დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, თუ როგორ შეიძლება მარკეტინგი გახდეს არა მხოლოდ სარეკლამო ინსტრუმენტი, არამედ გავლენის, ნდობისა და გრძელვადიანი ბრენდის მშენებლობის გზა.
🌸 ეს ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიდერებისთვის, რომლებსაც სურთ გაიძლიერონ საკუთარი ბრენდი და გავლენა. სემინარი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, განხილულ იქნას ისეთი კრიტიკული საკითხები, როგორიცაა ბრენდის იდენტობა, მარკეტინგული სტრატეგია და ლიდერობის ეფექტური კომუნიკაცია. მონაწილეები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი ან ორგანიზაციის ბრენდის განვითარებაში. ღონისძიება ხელს შეუწყობს ქსელური კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას და, რაც მთავარია, ცნობიერების ამაღლებას თანამედროვე მარკეტინგული მიდგომების შესახებ.
🌸 ტრენინგის მიზანია გაძლიერდნენ ქალები ლიდერობისა და მარკეტინგის სფეროში და შეიქმნას პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული უნარების შეძენა და ქსელური კავშირების დამყარება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოისმინოთ და შეხვდეთ წარმატებულ პროფესიონალს, როგორიცაა ანანო ჩხეიძე, რომელმაც შექმნა ძლიერი კარიერა მარკეტინგის სფეროში და გახდა შთამაგონებელი მაგალითი. ტრენინგი გაგაძლიერებთ როგორც პროფესიონალურად, ასევე პიროვნულად, და დაგეხმარებათ გახდეთ უფრო ეფექტური ლიდერი.
📆 თარიღი: 2025 წლის 1 ნოემბერი
🕗 დრო: 13:00
🏨 ადგილმდებარეობა: ბიდისი აკადემია – დავით აღმაშენებლის გამზირი #189
🌸 ლექცია-სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს მათ მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ღონისძიებაში. ჩვენი ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი ლიდერებისთვის, რადგან გვჯერა მათი უდიდესი პოტენციალისა და მზად ვართ უზრუნველვყოთ ისინი ყველა საჭირო ინსტრუმენტით, რაც მათ დაეხმარება როგორც პროფესიული როლების გაძლიერებაში, ასევე პირადი კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
🌸 რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ვინაიდან ადგილები შეზღუდულია, რეკომენდებულია ადრეული რეგისტრაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლექცია-სემინარზე დასწრება ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი ქალბატონებისთვის სრულიად უფასოა. ეს იქნება დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც თითოეულ მონაწილეს დიდხანს გაჰყვება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათ პროფესიულ განვითარებაში.
🌸 ლიდერ ქალთა საზოგადოება არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქალების გაძლიერებასა და მხარდაჭერას სხვადასხვა ინდუსტრიაში ლიდერის როლებში. საზოგადოება თავისი მისიის ფარგლებში – ხელი შეუწყოს ლიდერობასა და პიროვნულ ზრდას – ატარებს მრავალფეროვან ღონისძიებებს, სემინარებსა და ვორქშოფებს, რომლებიც მიმართულია ქალ ლიდერებში ხელმძღვანელობის უნარებისა და გამძლეობის განვითარებისკენ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ ორგანიზაციის ვებგვერდს: lws.ge. პარალელურად, საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფით, გვთავაზობს პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებულია გლობალურ პერსპექტივებსა და ლიდერობაზე, რათა დაეხმაროს ინდივიდებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში. დეტალური ინფორმაცია აკადემიის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: bdc-academy.ge.
🌸 დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 593 237 539
🌸 ლექცია-სემინარზე დასარეგისტრირებლად აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე. გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება გთხოვთ დაუთმოთ თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორეს რეგისტრაციის დასრულებამდე. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას!
⚠️ გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას განხორციელდება ფოტო/ვიდეო გადაღება სოციალურ მედიაში გასაზიარებლად. თუ არ გსურთ, რომ თქვენი გამოსახულება დაფიქსირდეს, გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ.