ნოემბერი 22, 2024 15:15

ლექცია-სემინარი კარიერული განვითარებისა და პიროვნული წინსვლის შესახებ

18 მაისს, Margot Hotels Tbilisi-ში ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისის” ორგანიზებით ჩაატარდა საოცარი, ინტერაქციული ლექცია-სემინარი თემაზე: “კარიერული განვითარება და პიროვნული წინსვლა”.

სემინარს უძღვებოდა ცნობილი ფსიქოლოგი და ტრენერი ნინო ბუაძე, რომელმაც ქალბატონების მხრიდან დიდი სიყვარული დაიმსახურა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა შემდეგ თემებს:

– ფსიქოტიპები: პიროვნების სხვადასხვა ტიპების გაგება და მათი გავლენა კარიერულ არჩევანზე და სამუშაო ადგილის დინამიკაზე.

– მოტივაციის თეორია: შეისწავლეთ რა უბიძგებს ინდივიდებს მიაღწიონ თავიანთ მიზნებს და როგორ გამოიყენონ ეს მოტივაცია პროფესიულ გარემოში.

– ემოციური ინტელექტი: ემოციების გაგებისა და მართვის უნარის გაძლიერება, როგორც პირადად, ისე სხვებში, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და ლიდერობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

ჩვენს უპირველეს მიზანს, როგორ ყოველთვის წარმოადგენს და  წარმოადგენდა ქალი ლიდერების აღჭურვა აუცილებელი ინსტრუმენტებით, სტრატეგიებითა და შეხედულებებით, რათა წარმატებით გაერკვნენ დღევანდელ რთულ პროფესიულ გარემოში.

სემინარის მიმდინარეობა საკმაოდ ცოცხალი, აქტიური და ინტერაქტიული გარემოთი იყო აღსავსე.

რაც მთავარია, დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ თანამოაზრე ქალებს, ამ შესაძლებლობით ისინი ნამდვილად  შექმნიან ღირებულ კავშირებს  სხვადასხვა სფეროსა და რეგიონის ლიდერ ქალებთან.

სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერთიფიკატები, რაც ადასტურებს მათ ერთგულებასა და სურვილს პიროვნული წინსვლის მიმართ.

ღონისძიება ნამდვილად წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა ყველა დამსწრისთვის!

მოცემული სემინარი იყო შეხსენება ქალი ლიდერებისთვის, რომ მათ აქვთ უზარმაზარი პოტენციალი.  მუდმივი სწავლა და კავშირები კი თითოეულ მათგანს დაეხმარება თავიანთი საქმის განვითარებაში.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,  ლიდერ ქალთა საგოზადოება ყოველთვის  მზადაა, მუდმივად იყოს თქვენს სამსახურში.

კომენტარის დატოვება