ნოემბერი 28, 2024 01:31

„წლის საუკეთესო ლაზეროთერაპევტი – 2023“- „Laser Pro”-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თაკო მამუკაშვილი

“ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში  „წლის საუკეთესო ლაზეროთერაპევტი – 2023“
„Laser Pro”-ს დამფუძნებელსადა ხელმძღვანელს, გამოცდილ ლაზეროთერაპევტს ქალბატონ
თაკო მამუკაშვილს.
სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ თაკომ ახალი პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა და შეისწავლა ლაზეროთერაპია. ეს საქმე განსაკუთრებულად შეუყვარდა, რამაც ამ სფეროში საკუთარი ბიზნესის დაწყებაც გადააწყვეტინა და ასე შეიქმნა ლაზეროთერაპიის კაბინეტი „ლაზერ პრო“ , რომელიც უამრავი მომხმარებლის საყვარელ ადგილად იქცა. ადგილად, სადაც ზუსტად იციან, რომ მიიღებენ საუკეთესო მომსახურებას, პროფესიონალი ლაზეროთერაპევტის რეკომენდაციებს და რაც მთავარია, სასურველ შედეგს მოკლე დროში.
ქალბატონი თაკო, როგორც საკუთარი საქმის პროფესიონალი, მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მათთვის ყოველმხრივ საუკეთესო, სანდო გარემოსა და მომსახურების შეთავაზებაზე.
საკუთარი თავის გაცნობას საკუთარი ოჯახის წარდგენით იწყებს:
• კითხვაზე – ვინ ვარ მე დღეს? – ვიტყვი, რომ ვარ ქალი , მეუღლე, ოთხი შვილის დედა, რომელმაც შევძელი არ გამეკეთებინა არჩევანი ოჯახსა და კარიერას შორის, რადგან საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. შესაძლებელია, წარმატებულად მართო ბიზნესი და ასევე იყო ბედნიერი ოჯახში . დიახ , ნამდვილად არ არის ადვილ, რთულია, ჩემთვისაც რთული იყო, მაგრამ ჩემი მონდომებით, ოჯახის თანადგომითა და გვერდში დგომით გამომივიდა.
ამბობს, რომ წინ დიდი გეგმები აქვს, უნდა კიდევ უფრო გააფართოოს საკუთარი ბიზნესი და ბევრი ადამიანი, უმეტესად კი ქალები დაასაქმოს. იმედოვნებს, რომ თავდაუზოგავი შრომითა და საკუთარი ოჯახის ხელშეწყობით დასახულ მიზანს მალე მიაღწევს.
მიაჩნია, რომ დღეს გენდერი ვერ და არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი, რადგან ქალები ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ მათი შესაძლებლობები უსაზღვროა:
• ვფიქრობ, დღესდღეობით პროფესიული წარმატება იმ დოზით აღარაა დამოკიდებული გენდერულ განსხვავებასა და ასაკზე. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია დაეუფლოს სასურველ პროფესიას და მიაღწიოს წარმატებას.
ქალებს , რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში ურჩევს:
• მთავარია, სჯეროდეთ საკუთარი თავის და აუცილებლად იპოვიან იმ ძალას, რომელიც მიზნამდე მიიყვანთ. არ დაელოდონ შესაბამის დროს და მომენტს, რადგან არ არსებობს სრულყოფილად შესაფერისი დრო, მთავარია თავად შეძლო მისი სწორი მენეჯმენტი.

კომენტარის დატოვება