ნოემბერი 23, 2024 07:43

ნომინაციაში “წლის საუკეთესო გადაცემების ავტორი 2024” წარდგენილია ნოე სულაბერიძე

ნოე სულაბერიძემ დაამთავრა ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 2003 წელს.

კარიერა 2005 წელს მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო “სარკეში”, სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციით დაიწყო; მისი პროდუსირებით, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში იქმნება, როგორც საერთაშორისო, ასევე საავტორო პროექტები: “სიმართლის დრო” – პირველი სატელევიზიო პროექტი, ნ. სულაბერიძის რეჟისორობით 2009 წელს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა; ბრიტანული შოუს “Dancing with the Stars” ანალოგი “ცეკვავენ ვარსკვლავები” 2021 წელს უკვე მეათე სეზონით წარდგა მაყურებლის წინაშე, 2017 წლის აპრილიდან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ოთხშაბათობით გადის PrimeShow, რომლის უცვლელი წამყვანები არიან: ნოე სულაბერიძე (პროექტის პროდუსერი), ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ირაკლი მაქაცარია და ნინო ნადირაძე–კუზანოვა; 2021 წელს ეთერში გავიდა მისი ახალი საავტორო გადაცემა “ნოესთან”, სადაც ის ყოველკვირეულად პირისპირ ესაუბრება პოლიტიკოსებს, ხელოვანებს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2005 წელს ნ. სულაბერიძემ საპროდუსერო–სახელოსნო დაარსა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო შეესწავლა: სატელევიზიო წარმოება, მარკეტინგი, კომუნიკაცია და გაყიდვები, ციფრული მედიის ფუნქციონირების თანამედროვე მეთოდები.

ნოე სულაბერიძეს ყავს სამი შვილი: ალექსანდრე, ელისაბედი და ანნა

ნოე სულაბერიძე დაქორწინებულია „მის საქართველო 2021“-ზე ჟანეტ ქერდიყოშვილზე

კომენტარის დატოვება