დეკემბერი 5, 2024 05:38

ნომინაციაში ” წარმატებული სათარჯიმნო ბიუროს დამფუძნებელი”-2024, წარდგენილია მარიამ ფრეი

მარიამ ფრეი წარმოადგენს თანამედროვე ქალის წარმატებული პროფესიული გზის შთამაგონებელ მაგალითს, რომელმაც სიძნელეებისა და გამოწვევების მიუხედავად შეძლო საკუთარი მიზნების მიღწევა.

იურიდიული განათლება მარიამ ფრეიმ მიიღო კავკასიის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. მისი პროფესიული მოგზაურობა იყო რთული, მაგრამ წარმატებული – დაიწყო ნოტარიუსის თანაშემწედ მუშაობა, შემდეგ გააფართოვა თავისი საქმიანობა და დააარსა თარჯიმანთა ბიურო.

პარალელურად იყო იურისტი უცხოურ სამშენებლო და სადისტრიბუციო კომპანიებში. მარიამის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მარტოხელა დედობა სტუდენტობის პერიოდში. მიუხედავად რთული პირობებისა, მან შეძლო სწავლის გაგრძელება და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარჩინებით დამთავრება.

მისთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახდა შვილის კეთილდღეობა, რაც მისი პროფესიული წარმატებისა და მიზანსწრაფვის ძირითადი მოტივაცია იყო. მარიამს მიაჩნია, რომ ქალს გადამწყვეტი როლი აქვს საზოგადოებაში.
 მისი აზრით, ქალი არის დიპლომატი და ლიბერალი, რომელსაც შეუძლია რთული სიტუაციების მოგვარება, მრავალამოცანიანობა და ეფექტური კომუნიკაცია. მისი რჩევაა ახალგაზრდა ქალებისთვის: იყვნენ ერთგული საკუთარი მიზნებისა, არ დაიხიონ უკან სიძნელეების წინაშე, იზრუნონ საკუთარ თავზე და იყვნენ მიზანსწრაფულები. მისი რწმენით, შრომა და თავდაუზოგავი მონდომება აუცილებლად მოიტანს წარმატებას.

კომენტარის დატოვება