ნომინაციაში- “წამწამებისა და პერმანენტული მაკიაჟის ტოპ-მასტერი ქალაქ მარტვილში”-2024, წარდგენილია ნათია მუკბანიანი (კვესელავა)
ნათია მუკბანიანი კვესელავა – წამწამების ღეროვანი დაგრძელებისა და პერმანენტული მაკიაჟის ტოპ მასტერი მარტვილში. მისი ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიული წარმატების მიღწევა ნებისმიერ ასაკში, თუ გაქვს მიზანი და მზად ხარ შრომისთვის.
ნათიამ თავისი პროფესიული კარიერა 32 წლის ასაკში დაიწყო, დღეს იგი არა მხოლოდ წარმატებული პრაქტიკოსია, არამედ ცოდნას უზიარებს მომავალ სპეციალისტებსაც. მისი მოსწავლეები წარმატებით საქმდებიან სილამაზის სალონებში, რაც მისთვის განსაკუთრებული სიამაყის წყაროა.
გზა წარმატებისკენ არ ყოფილა მარტივი, თუმცა, როგორც თავად ნათია აღნიშნავს, სწორედ დაბრკოლებებმა გახადა იგი უფრო ძლიერი. მისი მტკიცე ხასიათი და შეუპოვრობა გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს იგი მარტვილში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პატივცემული სპეციალისტია თავის სფეროში.
ნათიას პროფესიონალიზმი და თავდადება აისახება მისი კლიენტების კმაყოფილებასა და ერთგულებაში. მან შეძლო მარტვილში სილამაზის ინდუსტრიის განვითარება და ახალი სტანდარტების დამკვიდრება. მისი წვლილი სფეროს განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი არა მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე ზრუნავს, არამედ ახალგაზრდა თაობის პროფესიულ ზრდასაც უწყობს ხელს.
მისი გამოცდილება ნათელი მაგალითია იმისა, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, და რომ არასდროსაა გვიან საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის ბრძოლა.