ნოემბერი 24, 2024 06:49

ნომინაციაში “წამატებული მუსიკოსი და ჟურნალისტი -2023” წარმოგიდგენთ ქაბატონ ნაზი სარჯველაძეს

“ლიდერ ქალთა საზოგადოება” ნომინაციაში “წამატებული მუსიკოსი და ჟურნალისტი -2023” წარმოგიდგენთ ძალიან საინტერსო და მრავამხრივ ქაბატონს ნაზი სარჯველაძეს.

ქალბატონი ნაზი სპეციალობით მევიოლინე გახლავთ. ასრულებს ქართულ და რუსულ რომანსებს და მის ანგარიშზე 40-მდე წარმატებით განხორციელებული კულტურული ღონიძიება და ჩატარებული კონცერტია: მათ შორის ნატო ვაჩნაძის საღამო გურჯაანში, პეტრე გრუზინსკის საღამო ერთი მსახიობის თეატრში, ილიას, ვაჟას და აკაკის საღამო ილია ჭავჭავაძის მუზეუმში, ფიროსმანის საღაო დედოფლისწყაროში და მრავალი სხვა.

ქალბატონი ნაზი ცნობილია თავისი სქველმოქმედო აქტივობებით:

მან  გარდაბნის რ-ნი სოფელი ნორიოში იაკობ  მანსვეტაშვილის  სახელობის მემორიალურ ოთახს  შესწირა 180 წიგნ და გახდა ამ ბიბლიოთეკის საპატიო წევრი; კავკასიური სახლში გამართა  საქველმოქმედო სოლო კონცერტი ჟურნალ „ანეული“-ის დასახმარებლად, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩოხოსანთა სადროშოს დასახმარებლად გამართა სოლო კონცეტი, საიდან შემოსული თანხითაც დახმარება გაუწიეს რამდენიმე ოჯახს; ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში, პატრიარქ ქრისტეფორე მე-3 ციცქიშვილის მუზეუმს შესწირა 250 წიგნი და გახდა მუზეუმის საპატიო სტუმარი. ასევე წიგნები შესწირა აკაკი წერეთლის სახელობის, მირზა გელოვანის, ლადო ასათიანისა და შოთა რუსთაველის ბიბლიოთეკებს და სოლო კონცერტი გამართა ქალაქ ბათუმში. 2018  წლის 2 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩაატარა საქველმოქმედო ღონისძიება, საპატრიარქოსთან არსებული ლომისის წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში „კიდევაც დაიზრდებიან“ .   საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა გლდანულას მოხუცთა თავშესაფარში, სადაც სოლო კონცერტით წარსდგა დამსწრეთა წინაშე, ასევე სოლო კონცერტი გამართა ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის დედათა და ბავშვთა კრიზისის  ცენტრში და მრავალი სხვა.

ქალბატონი ნაზი არაერთი საზოგადოების წევრია, მათ შორის: საქართველოს“ქალთა საბჭოს“, “ფიროსმანის საზოგადოების“, „ ექვთიმე თაყაიშვილის“ საზოგადოების, “წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის“ საზოგადოების და სხვა.

გახლავთ ასევე  საქართველოს საპატრიარქოს თბილისის ჩოხოსანთა   სადროშოს კულტურული ღონისძიებების საქველმოქმედო საღამოების ორგანიზატორი და მონაწილე, „სახალხო დიპლომატია“ – კულტურის სექციის ხელმძღვანელი;

გარდა ამისა, ქალბატონი ნაზი რამდენიმე აკადემიის წევრიცაა:

საქართველოს ფაზისის საერო – სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი;საქართველოს ტაო-კლარჯეთის საერო – სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი;გიგა ლორთქიფანიძის კონოს, თეატრის, საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსი.

2020 წელს შეაგროვა ზღვა მასალა პანდემიის შესახებ და  გამოსცა წიგნი “COVID 19”- ეპოქის სახადი”.

ამბობს, რომ ყველა ქალმა საკუთარი ცხოვრება კიდევ უფრო უნდა შეამკოს საინტერესო საქმიანობით:

  • საქმის კეთება საინტერესო ადამიანის პრეროგატივაა, უნდა გქონდეს ინტერესი, ცოდნა, გამოცდილება, ცნობისმოყვარეობა იმ საქმისათვის, რასაც აკეთებ. ქალმა უნდა გაილამაზოს თავისი ცხოვრება საინტერესო საქმიანობით, აქტიური ცხოვრებით.

საკუთარ მთავარ მიღწევად მიიჩნევს, რომ არის ძალიან მიზანდასახული:

  • მთავარ მიღწევად ვთვლი, რომ ვარ მიზანდასახული, გეგმიური, საქმისადმი ცნობისმოყვარე.

მიაჩნია, რომ ქალის როლი საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ნებისმიერმა ადამიანმა და მათ შორის ქალმა, უნდა იაქტიუროს, წარმოაჩინოს საკუთარი თავი და რა სფეროშიც ცდის თავს, აუცილებელია იმ საქმეში ერკვეოდეს, იცოდეს 50% მაინც და დანარჩენს უკვე ეტაპობრივად განავითარებს.

  • ქალებს ვურჩევ, რომ იმ სპეციალობაში, რომელსაც აირჩევენ სრულყოფილად გაერკვენ.იცოდნენ  რა უნდა გააკეთონ,  რას უნდათ მიაღწიონ. თუ ბიზნესში სურთ  მუშაობა ეს უნდა იყოს დამყარებული პარტნიორის  პატივისცემაზე, ერთგულებაზე, მაგრამ ბიზნესი სპეციფიკური თემაა და პარტნირორის  შესრულებული საქმეც კი აუცილებლად უნდა  გადაამოწმო. ცხადია, ეს საქმიანობის დაწყებამდე უნდა იყოს შეთანხმებული.ბიზნესში “მე შენ გენდობი”  –  უნდა დაივიწყო!

 

კომენტარის დატოვება