ნოემბერი 23, 2024 07:21

ნომინაციაში “მოტივაცია და საქმისადმი სიყვარული ესტრადაში- 2024” წარდგენილია სოფო ერქომაიშვილი

ქართველი მომღერალი, სოფო ერქომაიშვილი გვესაუბრება თავისი პროფესიისადმი ღრმა სიყვარულზე, დედობის სიხარულზე და ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მიმართებაში გამძლეობაზე.

ქალბატონმა სოფო ერქომაიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში თქვა: “შეყვარებული ვარ ჩემს ნამუშევრებზე, ქართული სიმღერა არის ის ვნება, რომელმაც სცენაზე მიმიყვანა. სიმღერა მაძლევს საშუალებას გამოვხატო ჩემი შინაგანი ემოციები და გავუზიარო მსმენელს.”

სოფო ერქომაიშვილი, სამი შვილის დედა, შთაგონებას იღებს ქალისა და დედის როლიდან, იგი ამბობს “ის, რომ ქალი ვარ, მაძლევს საშალებას, ვიყო ბედნიერი ქალი, 3 შვილის დედა, შესაბამისად, სიმღერისას მიმარტივდება ჩემი ბედნიერების გაზიარება სხვებისთვის.” მიუხედავად ცხოვრებისეული გამოწვევებისა, ის კვლავ ერთგულია საყვარელი საქმიანობის – სიმღერის.

მან ჩვენთან გულწრფელად აღიარა: “გული ბევრჯერ მტკივა უსამართლობის გამო, განსაკუთრებით კონკურსების დროს. აღარ ჩავუღრმავდები დეტალებს, რადგან არასდროს გამომიტანია შედეგი. მიუხედავად მრავალი იმედგაცრუებისა, არ დავნებდი, არ გავჩერდი, დღემდე ვშრომობ ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის.”

იგი თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად დედობის სიხარულს მიიჩნევს, რადგან იგი 3 შვილის დედაა. ის აუდიტორიის ყოველ აპლოდისმენტს განიხილავს, როგორც კარიერის მნიშვნელოვან ეტაპს და მოტივაციის წყაროს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსთავი ორის მუსიკალურ გადაცემაში „მაჩვენე შენი ხმა-ში“ მონაწილეობა, როგორც მის კარიერაში დასამახსოვრებელ პროექტად.

საზოგადოებაში ქალის როლზე მსჯელობისას იგი ამბობს, რომ „ქალის როლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, დამატებით არც კი ღირს განხილვა“. მისი სიტყვები ეხმიანება გაძლიერების გრძნობას და აღიარებს ქალთა მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საზოგადოებაში.

მისი რჩევა ასეთია: “არასოდეს თქვა შენს საყვარელ საქმეზე უარი. მიუხედავად გამოწვევებისა, დაჟინებით მიაღწიე იმას, რაც გიყვარს.”

.

კომენტარის დატოვება