ნომინაციაში “მენტორობა და ხარისხი სილამაზის ინდუსტრიაში-2024” წარდგენილია ქეთი კაკაბაძე
ქეთი კაკაბაძე არის წარმატებული და აღიარებული ქალბატონი, რომელიც მოღვაწეობს სილამაზის ინდუსტრიაში, კერძოდ, კი გახლავთ ვიზაჟისტი და ესთეტიკის სფეროში აქტიურად ჩართული ქალბატონი. იგი წარმოადგენს სტილისტების, ვიზაჟისტებისა და ნეილ-არტისტების მსოფლიო ფედერაციის CMC-ის MakeUp Artist-ების პრეზიდენტს საქართველოში.
ქეთის აქვს 18 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში და გავლილი აქვს საკმაოდ გრძელი, რთული და საინტერესო გზა. მან მრავალი კონკურსი მოიგო, მათ შორის გახდა ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი და გრანპრის მფლობელი. ამჟამად ქეთი ბედნიერია, რომ თავის გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს, როგორც საერთაშორისო ტრენერი.
ქეთი ამაყობს, რომ არის ქალი და 2 შვილის დედა, რაც სულაც არ უშლის ხელს იყოს წარმატებული ბიზნესლედი. პირიქით, ეს უფრო ეხმარება ამ საქმეში, რადგან ზუსტად იცის, რა სურს ქალს.
მისთვის ყველაზე რთული იყო, დარჩენილიყო ამ სფეროში გამორჩეული სპეციალისტი დიდი კონკურენციის მიუხედავად. მას უნდა დაემტკიცებინა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და შემდეგ მსოფლიოსთვის, რომ იყო ძლიერი და ღირსეული პროფესიონალი.
ქეთის მთავარ მიღწევად ითვლება მისი სკოლა-სტუდია “Art Visage Studio”, რომელიც უკვე 8 წელია ამ ბაზარზე არსებობს. სტუდიას ჰყავს მრავალი მომხმარებელი და სტუდენტი.
ქეთი თვლის, რომ ქალის როლი საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ქალი არის მშრომელი, აქვს საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის გრძნობა. ქალი ნებისმიერ სფეროში აღწევს სერიოზულ წარმატებებს და იკავებს ხელმძღვანელ პოზიციებს.
თანამედროვე ქალი ტექნოლოგიებისა და პროგრესის სამყაროში ოსტატურად აერთიანებს ორივე ფუნქციას – ოჯახსა და კარიერას. ახლა იგი ორიენტირებულია არა მხოლოდ შვილებზე, როგორც ადრე, არამედ საკუთარ კარიერაზეც. თანამედროვე ქალი თავად გეგმავს საკუთარ ცხოვრებას და აქვს თანაბარი უფლებები მამაკაცთან.
ქეთი კაკაბაძე წარმოადგენს ინსპირაციის წყაროს ყველა იმ ქალისთვის, რომელიც ცდილობს დაამკვიდროს საკუთარი თავი სასურველ სფეროში, იყოს პროფესიონალი, წარმატებული და ამავდროულად ოჯახის საყრდენიც.
მისი მიღწევები მიუთითებს, რომ ნებისმიერ ქალს შეუძლია გახდეს ლიდერი და მიაღწიოს დიდ მიზნებს, თუ ექნება ვნება, გამბედაობა და მონდომება.