ნოემბერი 23, 2024 20:58

ნომინაციაში “ლიდერი სამოდელო სფეროში 2023” წარდგენილია ეკატერინე მგალობლიშვილი

სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზის, სამოდელო კონკურსის, ფესტივალის, მოდის კვირეულის დამფუძნებელი, ეროვული დირექტორი, ჟიურის წევრი, სამოდელო სააგენტო და სტუდია ,,კატრინის’’ ხელმძღვანელი – ეკატერინე მგალობლიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მისი სახელი ყველა ღონისძიებაზე გამარჯვებასთან ასოცირდება. საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, თვეში ერთხელ მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და ღირსეულად გააქვს ჩვენი ქვეყნის სახელი, ხოლო წელიწადში 3-ჯერ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებს მასპინძლობს.
,,მე არ ვემსახურები მხოლოდ სილამაზეს და მოდას, ჩემი მიზანია საქართველო და ქართველი ხალხი ღირსეულადგავაცნო მსოფლიოს’’

კომენტარის დატოვება