ნოემბერი 21, 2024 17:51

ნომინაციაში- “მაღალკვალიფიციური ექიმი-ინექციონისტი ქალაქ რუსთავში”-2024, წარდგენილია სალომე სამუშია

სალომე სამუშიამ პატარა  ასაკიდან აირჩია თავისი მომავალი გზა მედიცინის სფეროში. რუსთავში დაბადებული თავიდანვე გამოირჩეოდა საკუთარი მიზნების მიღწევის სურვილით. სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მან სწავლა მედიცინის ფაკულტეტზე გააგრძელა. პარალელურად, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, აქტიურად დაიწყო მუშაობა სხვადასხვა კლინიკაში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის პროფესიულ და პიროვნულ ჩამოყალიბებაში.

პროფესიული განვითარების გზაზე სალომემ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – მან გაიარა სპეციალური კურსი ბიდისი აკადემიაში, სადაც ერთ-ერთ  სპეციალისტთან ჰქონდა შესაძლებლობა ესწავლა ინექციები. ეს გამოცდილება გახდა საფუძველი მისი შემდგომი წარმატებებისთვის. დღეს სალომე წარმატებული ინექციონისტი კოსმეტოლოგია და რუსთავში საკუთარი კაბინეტის მფლობელი. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ეს წარმატება არ მოსულა ადვილად – თითოეული კოსმეტოლოგიური ხელსაწყოს შესაძენად, კაბინეტის მოსაწყობად და პროფესიული რეპუტაციის დასამკვიდრებლად მას დიდი შრომა დასჭირდა.

სალომე პროფესიული ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო ღრმად შეისწავლოს თავისი სფერო. ის არ კმაყოფილდება არსებული მიღწევებით და აქვს ამბიციური გეგმები საკუთარი საქმიანობის გაფართოებისა და განვითარებისთვის. მისი აზრით, მართალია დღეს ის არ ფლობს დიდ კლინიკას, მაგრამ ყველა წარმატებული საქმე მცირედან იწყება.

პროფესიული მოღვაწეობის პარალელურად, სალომე სამი წლის ბიჭის დედაა, რაც მისთვის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლია. იგი თვლის, რომ ქალობა მის პროფესიულ საქმიანობაში დიდი უპირატესობაა – ეს ეხმარება მას უკეთ გაიგოს თავისი კლიენტების საჭიროებები, სურვილები და მოლოდინები. მისი აზრით, კოსმეტოლოგია არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცედურების ერთობლიობა, არამედ მოითხოვს ღრმა ემპათიას და თითოეული კლიენტის ინდივიდუალური საჭიროებების გააზრებას.

სალომეს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დედას, რომელიც მისთვის უდიდესი მოტივატორი და შთაგონების წყაროა. დედის მაგალითმა ასწავლა მას, რომ ცხოვრებაში რთული პერიოდების დაძლევა შესაძლებელია სწორი მიდგომითა და მტკიცე ნებისყოფით. ეს გაკვეთილი დღემდე ეხმარება მას პროფესიულ და პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში.

მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, ის არასდროსაა სრულად კმაყოფილი და მუდმივად ცდილობს ახალი ცოდნის შეძენას და უნარების გაუმჯობესებას. მისი ცხოვრების ფილოსოფია ეფუძნება რამდენიმე მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპს – იყო საკუთარი თავი, გიყვარდეს შენი საქმე, გწამდეს საკუთარი შესაძლებლობების და არასდროს დანებდე სირთულეებს. სწორედ ეს პრინციპები ეხმარება მას წარმატების მიღწევაში და მომავლის ოპტიმისტურ ხედვაში.

კომენტარის დატოვება