ნოემბერი 23, 2024 12:23

ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი-ელდინო საღარაძე-საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პოეტი.

ელდინო საღარაძე გახლავთ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეული კულტურული მოღვაწე, რომელმაც თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ საზოგადოებაში. მას შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა ადრეული ასაკიდან მოჰყვება.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ქიმიის მიმართულებით გააგრძელა სწავლა, მისი ნამდვილი მოწოდება სცენური ხელოვნება აღმოჩნდა. გადამწყვეტი მომენტი მის კარიერაში იყო კონკურსში “კითხულობს მასწავლებელი” მონაწილეობა, სადაც მისმა განსაკუთრებულმა ნიჭმა პროფესიონალების ყურადღება მიიპყრო და საბოლოოდ თეატრალური განათლების მიღების საშუალება მისცა.

ელდინო საღარაძე გახდა ფილარმონიის სოლისტი, სადაც მოღვაწეობდა ისეთ გამოჩენილ ხელოვანებთან ერთად, როგორებიც იყვნენ გურამ საღარაძე და ზინა კვერენჩხილაძე. მან შექმნა საკუთარი სცენარები და სპექტაკლები, ხოლო კოტე მახარაძის ერთი მსახიობის თეატრში წარმატებით მართავდა მხატვრული კითხვის საღამოებს.

30 წლის განმავლობაში მუშაობდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ნუგზარ ბაგრატიონთან ერთად.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში. ელდინო საღარაძე არის პედაგოგი, რომელმაც არაერთ ახალგაზრდას ჩაუნერგა მარადიული ღირებულებებისადმი სიყვარული და შემოქმედებითი აზროვნება. საკუთარი აღიარებით, თუ არჩევანის გაკეთება მოუწევდა სცენასა და პედაგოგობას შორის, იგი პედაგოგობას აირჩევდა, რაც მეტყველებს მის ღრმა პასუხისმგებლობაზე მომავალი თაობების მიმართ.

კომენტარის დატოვება